|
2015-09-14 15:28:26, 668 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში დღეიდან 29 საბავშვო ბაღი იფუნქციონირებს
ბათუმში დღეიდან 29 საბავშვო ბაღი იფუნქციონირებს. ახალი საბავშვო ბაღი დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ და ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა გახსნეს. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, 31-ე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ათ ჯგუფში დღეიდან 350 აღსაზრდელი ივლის. მათთვის ევროსტანდარტების შესაბამისად მოეწყო სამზარეულო, სასადილო, საძინებელი და გასართობი ოთახები. ორსართულიანი შენობა აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარითა და ავეჯით. საზეიმო გახსნა ჯამბაზების შოუს და ფოიერვერკების თანხლებით წარიმართა. დღესვე ბათუმში 32-ე საბავშვო ბაღი გაიხსნა. შენობაში 8 ჯგუფი განთავსდება, რომელშიც 280 აღსაზრდელი ივლის. 2015 წელს სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე ბათუმში არსებული 6 ბაღი გარემონტდა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)