|
2020-09-09 11:24:09, 4115 ნახვა
სამართალი
ადვოკატი - სატელიტიდან გადაღებული კადრებით ირკვევა, რომ 19 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში ბაჩალიაშვილის ავტომობილი არ იდგა
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა სატელიტიდან გადაღებული კადრები გაასაჯაროვა. კადრებიდან ირკვევა, რომ 19 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი პროგრამისტის ავტომობილი არ იდგა. რამიშვილი აღნიშნავს, რომ კადრები მას სანდო წყარომ მიაწოდა. ის საუბრობს იმაზეც, რომ აქვს 20, 21, 22 ივლისის სატელიტიდან გადაღებული კადრებიც. „ამ კადრებში ჩანს ჩვეულებრივად, რომ იმ რიცხვებში, რომელსაც გამოძიება ასახელებს, აღნიშნულ ტერიტორიაზე ავტომობილი არ დგას. სანდო წყარომ მომაწოდა კადრები და იმიტომ გავასაჯაროვე. ეს ფოტომასალა თარიღდება 2020 წლის 19 ივლისით, კიდევ არის იქ 20, 21, 22 ივლისის კადრები, როდესაც ღრუბლიანი ამინდებია და მხოლოდ ღრუბლები ჩანს კადრებში“, - განაცხადა რამიშვილმა. შეგახსენებთ, რომ ბაჩაილაშვილის ოჯახი და ადვოკატი კვირების განმავლობაში სატელიტიდან გადაღებული კადრების გასაჯაროებას ითხოვდნენ.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)