2020-09-08 13:53:35, 3057 ნახვა
საზოგადოება
საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩეველს საჭიროების შემთხვევაში პირბადით უზრუნველყოფს
საარჩევნო ადმინისტრაცია საჭიროების შემთხვევაში ამომრჩეველს პირბადით უზრუნველყოფს, - ამის შესახებ ცესკოს პრეს-სპიკერმა, ანა მიქელაძემ განცხადა.
მისი თქმით, მუშაობენ იმაზე, რომ ამომრჩეველს ინდივიდუალური კალამი შევთავაზოთ.
„ვმუშაობთ საკითხზე, რომ ამომრჩეველი, რომელსაც არ ექნება პირბადე, რა თქმა უნდა, პირბადის გარეშე ვერ შევა საარჩევნო უბანზე, თუმცა მას საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს პირბადით. ასევე ვვარაუდობთ და ვმუშაობთ იმაზე, რომ ამომრჩეველს შევთავაზოთ ინდივიდუალური კალამი“, - განაცხადა მიქელაძემ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან