2020-09-08 12:25:59, 5850 ნახვა
მსოფლიო
ტედროს გებრეიუსუსი - მსოფლიო შემდეგი პანდემიისთვის უკეთესად უნდა მოემზადოს
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს გებრეიუსუსის განცხადებით, მსოფლიო შემდეგი პანდემიისთვის უკეთესად უნდა მოემზადოს.
„ეს არ იქნება ბოლო პანდემია. აფეთქებები და პანდემიები ცხოვრების ფაქტია. როდესაც შემდეგი პანდემია იქნება, სამყარო მზად უნდა იყოს - უფრო მზად, ვიდრე ამჯერად“, - განაცხადა გებრეიუსუსმა.
ცნობისთვის, მსოფლიოში კორონავირუსით 27.19 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებულია, 888 326 ადამიანი კი გარდაიცვალა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან