2020-09-08 11:19:37, 2657 ნახვა
საზოგადოება
არასრულწლოვანი ზ.ხ-ს მამამ თავის დაწვა სცადა
გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ზ.ხ-ს მამამ, ცოტა ხნის წინ, გენერალურ პროკურატურასთან თავის დაწვა სცადა.
როგორც თამაზ ხომასურიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მის შვილს დანაშაული არ ჩაუდენია და პროკურატურა აყალბებს მტკიცებულებებს.
ამ დროისთვის, გენერალურ პროკურატურასთან საპარტულო პოლიცია, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები და სამაშველო სამსახურია მობილიზებული.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან