|
2020-09-08 10:43:45, 3233 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისის“ ბიზნეს აპი IBAN სკანერის ფუნქციით
„თიბისიმ“ კომპანიების ფინანსური თუ არაფინანსური ოპერაციების კიდევ უფრო გასამარტივებლად ბიზნეს აპი შექმნა — მენეჯერული აპლიკაცია, რომელიც რამდენიმე ახალ ფუნქციას მოიცავს: ერთზე მეტი დავალების ერთი დიჯიპასით დადასტურებას, ბიზნეს ანგარიშებს შორის გადართვას და IBAN სკანერს. კომპანიებს ხშირად უწევთ ინვოისების გადახდისთვის ფურცელზე დაბეჭდილი მრავალრიცხვიანი ანგარიშის ნომრის ხელით შეყვანა, ზოგჯერ კი ელექტრონული დოკუმენტები ისეა შედგენილი, რომ ამ ციფრების კოპირებას ვერ ახერხებენ, სწორედ ამ პრობლემის გადასაწყვეტად შეიქმნა ახალი ფუნქციონალი IBAN სკანერი, რომლის მეშვეობითაც მობილურის ფოტოკამერა ანგარიშის ნომრებს "კითხულობს" და მას ავტომატურად სვამს გადარიცხვის შაბლონში. დასაწყისისთვის აპლიკაციაში IBAN ნომრის ამოცნობისთვის ფოტოკამერის დამიზნებაა საჭირო, სამომავლოდ კი აპლიკაცია აღნიშნული ნომრის "წაკითხვას" უკვე გადაღებული ფოტოს ატვირთვითაც შეძლებს. ახალი ბიზნეს აპით უკვე სარგებლობს ქართული კომპანია „კაშკაში“, რომელიც საქართველოში შექმნილი სახისა და სხეულის მოვლის საშუალებების ბრენდია. „კაშკაში“ მომხმარებელს სერტიფიცირებული ორგანული ინგრედიენტებისგან დამზადებულ, უნიკალური ფორმულებით შექმნილ ნაწარმს სთავაზობს. კომპანია ბაზარზე 2018 წლის ივლისიდან გამოჩნდა და დღეისათვის მისი პორტფოლიო სახისა და სხეულის მოვლის 3 განსხვავებულ ხაზს მოიცავს. „კაშკაშის“ ფორმულები მხოლოდ ვეგანური და ვეგეტარიანული ინგრედიენტებისგან შედგება და შექმნილია სწრაფი, ურბანული ტემპით მცხოვრები მომხმარებლისთვის, რომელსაც დროის სიმცირის მიუხედავად, მაინც სურს თავის მოვლის პროცესისგან სიამოვნების მიღება. „თიბისის“ ბიზნეს აპზე საუბრისას „კაშკაშის“ დამფუძნებელი ქეთო გიორგობიანი ამბობს, რომ IBAN სკანერი კიდევ უფრო მეტ დროს დაუზოგავს და ადამიანური შეცდომის რისკსაც მინიმუმამდე დაიყვანს. „როდესაც რამდენიმე მიმართულებაზე ერთდროულად გიწევს ფიქრი, იზრდება მექანიკური შეცდომების დაშვების ალბათობა. ასეთი მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალების ავტომატიზაცია ქმნის შეგრძნებას, რომ გყავს ერთგვარი უხილავი ასისტენტი, რომლის დახმარებასაც მუდმივად გრძნობ", — აღნიშნავს ის. ბიზნეს აპი კიდევ მრავალ ფუნქციას შეიძენს და გახდება მეტი, ვიდრე უბრალოდ ფინანსების მართვის აპლიკაციებია. სამომავლოდ ამ აპლიკაციის გამოყენებით ბიზნესის წარმომადგენლები შეძლებენ, თავიანთი საქმიანობის გარშემო მიიღონ და გასცენ ინფორმაცია.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)