2020-09-07 23:01:19, 5887 ნახვა
მსოფლიო
ნავალნის მოწამვლის გამო რუსეთის ელჩი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამისტროში დაიბარეს
ნავალნის მოწამვლის გამო რუსეთის ელჩი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამისტროში დაიბარეს.
ამის შესახებ ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა twitter-ზე დაწერა.
“დღეს დიდმა ბრიტანეთმა ალექსეი ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთების გამოსახატად რუსეთის ელჩი დაიბარა. აბსოლუტურად მიუღებელია, რომ აკრძალული ქიმიური იარაღი იყო გამოყენებული. რუსეთმა უნდა ჩაატაროს სრული და გამჭვირვალე გამოძიება”, - წერს დომინიკ რააბი Twitter-ზე.
“მიუღებელია რუსეთის მისამართით უსაფუძვლო ბრალდებების გავრცელება”, - წერს საპასუხოდ რუსეთის ელჩი ანდრეი კელინი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,