|
2020-09-07 16:16:15, 3486 ნახვა
ეკონომიკა
პირველი გაცნობითი ტური საქართველოში ევროპელი და ამერიკელი საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტებისთვის
მიმდინარე წლის 7-10 სექტემბერს, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ორგანიზებითა და USAID-ის მხარდაჭერით, საქართველოს პირველად ესტუმრებიან გამოცდილი საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტები გერმანიიდან, ამერიკიდან და ბალტიისპირეთიდან. დღეს, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" წარმომადგენლებსა და სამ საერთაშორისო ექსპერტს შორის პირველი შეხვედრა გაიმართა. სააგენტოს დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა ჩაატარა პრეზენტაცია, რომლის ფარგლებშიც მან ისაუბრა ქვეყნის ეკონომიკაზე, საინვესტიციო პოტენციალსა და მეწარმეობის განვითარებაზე ორიენტირებულ სახელმწიფო პროგრამებზე. შეხვედრისას KPMG-ის წარმომადგენელმაც ისაუბრა საქართველოს საგადასახადო სისტემაზე. მათი ვიზიტისას, ლოკაციების კონსულტანტები გაეცნობიან საქართველოს საინვესტიციო გარემოს და შეხვდებიან არაერთ საჯარო თუ კერძო სექტორის წარმომადგენელს. შედეგად, ისინი მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას ქვეყანაში ინვესტიციის შესაძლებლობებისა და წარმატებულად განხორციელებული საინვესტიციო პროექტების შესახებ. მოწვეული პროფესიონალები წარმოადგენენ პრესტიჟულ საერთაშორისო კომპანიებს - KPMG, Conway და GDP Global. სამივე მათგანს ტრანსნაციონალურ კომპანიებსა და მთავრობებთან ერთად სხვადასხვა საინვესტიციო პროექტებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. "პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად, ლოკაციების კონსულტანტებთან თანამშრომლობა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს ჩვენთვის", - ამის შესახებ სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" დირექტორი, მიხეილ ხიდურელი აცხადებს. ბოლო წლებში, საკმაოდ გაზრდილია იმ ინვესტორების რაოდენობა, რომლებიც საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტების მომსახურებით სარგებლობენ. შესაბამისად, საქართველოს ბიზნესკლიმატის შესახებ ცნობადობის ამაღლებისა და მეტი ინვესტიციის მოზიდვის მიზნით მათთან აქტიური მუშაობა უნიკალურ შესაძლებლობას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, სააგენტო "აწარმოე საქართველოში მსგავსი ტურების გამართვას მომავალშიც გეგმავს.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)