2020-09-07 15:15:49, 3170 ნახვა
საზოგადოება
ბათუმსა და ქობულეთში პირველ ოქტომბრამდე სწავლა დისტანციურად წარიმართება
ბათუმსა და ქობულეთში პირველ ოქტომბრამდე სწავლა დისტანციურად წარიმართება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახრიამ უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული რეგულაცია სტუდენტებსაც შეეხებათ.
„ორი კვირით, პირველ ოქტომბრამდე ქობულეთსა და ბათუმში სასწავლო პროცესი გადაიდება. სწავლა იქნება დისტანციურად პირველი ორი კვირის განმავლობაში, რაც ნიშნავს, რომ ბათუმსა და ქობულეთში ბავშები სკოლებში და სტუდენტები აუდიტორიებში სწავლას 1-ლი ოქტომბრიდან განაგრძობენ, მანამდე სწავლა დაიწყება დისტანციურად“,-განაცხადა გახარიამ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან