10:32 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-14 13:14:11, 578 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით დღეიდან მასწავლებლების ხელფასი გაიზარდა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით დღეიდან მასწავლებლების ხელფასი გაიზარდა.

„დღეიდან მასწავლებლები მომატებულ ხელფასს მიიღებენ. მათთვის ანაზღაურება მომავალ წელსაც გიზრდება. ეს ჩვენი პედაგოგებისთვის მოტივაციის მიმცემი იქნება. ისინი სახელმწიფოსგან ღირსეულ დაფასებას იმსახურებენ და ჩვენ ამას ვაკეთებთ“, - ირაკლი ღარიბაშვილმა ეს განცხადება მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

„როდესაც ხელისუფლებაში მოვედით განათლების ბიუჯეტი 640 მილიონი ლარი იყო, წელს კი 900 მილიონ ლარს აღემატება. ეს იმას ნიშნავს, რომ განათლების ბიუჯეტი დაახლოებით 50%-ით გაიზარდა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ასვე აღნიშნა, რომ წლის ბოლომდე 20 ახალი სკოლის მშენებლობა დასრულდება და დაახლოებით ათასი კი გარემონტდება.

2015-2016 აკადემიურ წლებში სკოლის პედაგოგის ხელფასი ორ ეტაპად გაიზრდება, ხოლო 2016-2017 წლებში ხელფასის ზრდა მასწავლებლის პროფესიაში შესვლისა და კარიერული წინსვლის ახალი სქემის მიხედვით განხორციელდება.

ოფიციალური ინფორმაციითვე, მეორე კარიერულ საფეხურზე სერტიფიცირებული მასწავლებლის ანაზღაურება გაიზრდება საშუალოდ 31-34%-ით. საშუალო ანაზღაურება მესამე და მეოთხე კარიერულ საფეხურზე კი 760 და 860 ლარით უნდა განისაზღვროს.

2016 წლის აპრილიდან, როგორც სამინისტროს მიერ მომზადებულ დოკუმენტში წერია, საბაზო ხელფასი ამჟამინდელ ხელფასთან მიმართებაში 34%-ით გაიზრდება.

მეორე კარიერულ საფეხურზე კი ამჟამინდელ ხელფასთან შედარებით, სრული განაკვეთის შემთხვევაში, საშუალოდ 47%-ით უნდა გაიზარდოს. საშუალო ანაზღაურება მესამე და მეოთხე კარიერულ საფეხურზე გახდება 875 და 1085 ლარი. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
ბრიუსელი ხარობს: უნგრეთი ორბანის დამარცხების შემდეგ ევროპის გულში ბრუნდება
ირანი აშშ-ს აფრთხილებს: ნებისმიერი საზღვაო ბლოკადა წარუმატებლობისთვისაა განწირული
თეთრი სახლი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ირანზე დარტყმების განახლების საკითხს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics