|
2020-09-07 13:17:21, 3278 ნახვა
ეკონომიკა
კომპანიამ „360 სარეკლამო სივრცე“ „თიბისის“ მხარდაჭერით მომსახურება გააფართოვა
ბრენდირებული პროდუქცია და სარეკლამო მასალები კორპორაციების იმიჯისა და იდენტობის განუყოფელი ნაწილია. ყოველთვის მნიშვნელოვანია ისეთი კომპანიის შერჩევა, რომელიც ამ დელიკატურ საქმეს მაღალი ხარისხითა და სანდოობით შეასრულებს. ბოლო პერიოდში ქართულ ბაზარზე რამდენიმე სარეკლამო კომპანია გამოჩნდა, რომელიც ბიზნესს მრავალფეროვან მომსახურეობას სთავაზობს, რაც მთავარია დროულად და ხარისხიანად. ასეთია „360 სარეკლამო სივრცე“, რომელიც უკვე მეორე წელია ბაზარზე თავის დამკვიდრებას ცდილობს. კომპანიამ „თიბისის“ სტარტაპერის პროგრამის ფარგლებში ბიზნესის მხარდაჭერით ისარგებლა და რამდენიმე დანადგარი შეიძინა, რომლებსაც სარეკლამო მასალების ბეჭდვისთვის იყენებენ. „360 სარეკლამო სივრცე“ მომხმარებელს 50 სახეობის ნივთის ბრენდირებას სთავაზობს, ასევე, ბანერების და სხვადასხვა სარეკლამო მასალის ბეჭდვას. მასალების იმპორტს ევროპის ქვეყნებიდან და ჩინეთიდან ახორციელებენ. ამჟამად კომპანიაში 6 ადამიანია დასაქმებული, მაგრამ წლის ბოლომდე თანამშრომელთა გაორმაგებას გეგმავენ. „ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომხმარებელთა ნდობა მოვიპოვოთ, დროულად და ხარისხიანად ჩავაბაროთ პროდუქცია. პანდემიის პერიოდში სამი თვით კომპანიის დახურვა მოგვიხდა, მაგრამ როგორც კი შეზღუდვები მოიხსნა, ჩვენც განვაახლეთ მუშაობა. განსაკუთრებით მადლიერი ვართ ჩვენი ერთგული მომხმარებლების, რომლებმაც ისევ გააგრძელეს ჩვენთან თანამშრომლობა“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი ლიკა მიქაბერიძე. ამჟამად „360 სარეკლამო სივრცე“ 100-მდე კომპანიას უწევს სარეკლამო მომსახურებას და ამარაგებს ბრენდირებული პროდუქცით, მათ შორის, მსხვილი სუპერმარკეტების ქსელები და სადაზღვევო კომპანიებიც არიან.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)