|
2020-09-06 17:22:52, 3199 ნახვა
ეკონომიკა
მთაწმინდის პარკში ჩაის, თაფლის და ყველის ფესტივალი გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით მთაწმინდის პარკში ჩაის, თაფლის და ყველის ფესტივალი გაიმართა. ფესტივალის მიზანია მეჩაიეობის და მეფუტკრეობის სფეროში ეკონომიკური ზრდის წახალისება, ერთობლივი ეკონომიკური რეგიონული პროექტების განხორციელება, ადგილობრივი საშუალო და მცირე მწარმოებლების მხარდაჭერა, ასევე საზოგადოებაში და მომხმარებელთა შორის ნატურალური ჩაის, მეფუტკრეობის პროდუქციისა და ყველის პოპულარიზაცია. „აქ წარმოდგენილია სამი მსხვილი ასოციაცია, რომლებიც დარგის განვითარების მიმართულებით ძალიან ბევრს აკეთებენ, ჩვენ კი სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამებით ვეხმარებით. ძალიან სასიხარულოა, რომ ქართველი მეწარმეები ყოველწლიურად აუმჯობესებენ ბრენდინგს, შეფუთვას, რაც მათ საშუალებას აძლევს უფრო მეტად იყვნენ წარმოდგენილნი ევროპის ბაზარზე, რომელიც ყველაზე ძვირადღირებულია. ეს კი საშუალებას მოგვცემს მეტად გავაძლიეროთ ეკონომიკა აგროსასურსათო მიმართულებით,“ - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თენგიზ კალანდაძემ. ჩაის, თაფლის და ყველის ფესტივალში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩაის 10-მა კომპანიამ, თაფლის 12-მა და ყველის 25-მა მწარმოებელმა მიიღო. მთაწმინდაზე მოსული სტუმრებისთვის მოეწყო წარმოდგენილი პროდუქციის პრეზენტაცია და დეგუსტაცია. ფესტივალი მთაწმინდის პარკის, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს, საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის და კავშირი-ასოციაციის „აგორა“ მხარდაჭერით გაიმართა.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)