2020-09-05 13:43:27, 17938 ნახვა
ომი უკრაინაში
„დონას კლასტერთან“ სულ 35 შემთხვევაა დაკავშირებული
20 აგვისტოდან დღემდე „დონას“ კლასტერში სულ 35 ინფიცირების შემთხვევაა, - ამის შესახებ დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „დონას“ კლასტერში დღეს 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
„აჭარაში მთლიანად 8 000 ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება და მხოლოდ 8 -ს დაუდასტურდა ინფექცია. ინტენსიური კვლევები მიმდინარეობს როგორც კარვებში, ასევე კლინიკებში . „დონას“ კლასტერში მთლიანად 20 აგვისტოდან დღემდე 35 ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა“, - აცხადებს გამყრელიძე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,