2020-09-05 18:06:32, 3649 ნახვა
საზოგადოება
აჭარის მთავრობასთან აქცია გაიმართა
აჭარის მთავრობის შენობასთან გაიმართა.
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანას მოსახლეობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვდა.
ცნობისთვის, 31 წლის წინ სოფელ წაბლანაში მეწყერმა სოფელი ჩაიტანა, მოსახლეობა საცხოვრებლების გარეშე დარჩა, დაიღუპა არაერთი ადამიანი. მთავრობამ მოსახლეობას ორი წლის წინ კორპუსი გამოუყო,თუმცა კორპუსის მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა. მოსახლეობა კი საცხოვრებლებით უზრუნველყოფას ითხოვდა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან