2020-09-04 18:10:12, 4707 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის Covid19-ის ვაქცინამ იმუნური რეაქცია წარმოქმნა
კვლევებმა აჩვენა, რომ რუსეთის Covid19-ის ვაქცინამ იმუნური რეაქცია წარმოქმნა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მედიის ცნობით, რუსეთის კოვიდ19-ის ვაქცინის კლინიკური კვლევის პირველი მიმოხილული შედეგები სამედიცინო ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნდა.
ჟურნალში წერენ, რომ რუსეთის კორონავირუსის ვაქცინამ წარმოქმნა ანტისხეულები, თუმცა ვაქცინა ხშირად იწვევდა გვერდით მოვლენებს, როგორიცაა სიცხე. მედიის ცნობით, გვერდითი მოვლენები ძირითადად მსუბუქი იყო.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან