08:55 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-04 13:51:46, 2415 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი კოლეგებს სამუშაო პროცესის ონლაინ სივრცეში გადატანისკენ მოუწოდებს

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კოლეგებს სამუშაო პროცესის ონლაინ სივრცეში გადატანისკენ მოუწოდებს.

როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, უწყება მზადყოფნას გამოთქვამს, საკუთარი ონლაინ პლათფორმა შესთავაზოს კონკრეტულად ჩაქვის და მსგავსი სახის სხვა კონფერენციების მონაწილეებს.

„მოგესალმებით , ჩაქვის 21-ე პოლიპროფილური სამედიცინო კონფერენციის დელეგატებს , ექიმებს, კოლეგებს!

ამ სახის კონფერენციები , ნამდვილად მნიშვნელოვანია სამედიცინო სფეროს განვითარებისთვის, თანამედროვე მედიცინის მიღწევების გაზიარებისათვის და მათი, ჩვენ ყოველდღიურ პრაქტიკაში დანერგვისთვის.

ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე , მოგმართავთ თხოვნით, მაქსიმალურად გავითვალისწინოთ საერთაშორისო გამოცდილება და მსგავსი სახის კონფერენციები, რომლებიც ნამდვილად მნიშვნელოვანია დარგის განვითარებისთვის, თუ შესაძლებელია, ონლაინ პლატფორმაზე გადავიტანოთ. მაგალითისთვის გეტყვით, რომ რამდენიმე დღეში იგეგმება ჯანმოს ევროპის რეგიონული კომიტეტის 70-ე სესიიის ონლაინ პლატფორმის რეჟიმში ჩატარება.

ჯანდაცვის სამინისტროც მზადყოფნას გამოთქვამს, საკუთარი ონლაინ პლათფორმა შესთავაზოს კონკრეტულად ჩაქვის და მსგავსი სახის სხვა კონფერენციების მონაწილეებს.

ჩვენ, ექმიმებმა მაგალითი უნდა მივცეთ ყველა სხვა დარგის წარმომადგენლებს,პანდემიასთან ბრძოლისას, წესების დაცვაში.

წარმატებას ვუსურვებ კონფერენციის ყველა მონაწილეს და მივესალმები სამუშაო პროცესის გადატანას ონლაინ სივრცეში“, - აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics