|
2020-09-04 12:12:50, 4727 ნახვა
ეკონომიკა
რა უნდა გავითვალისწინოთ ქონების დაზღვევისას
რა უნდა გავითვალისწინოთ ქონების დაზღვევისას უძრავი ქონება ძვირადღირებული და მნიშვნელოვანი შენაძენია. აქედან გამომდინარე საჭირო და აუცილებელია მისი დაზიანებისგან დაცვა, რადგან ყოველი მცირე დაზიანებაც კი ქონების მფლობელს დიდ ფინანსურ დარტყმას აყენებს. როგორ დავიცვათ ჩვენი ქონება დაზიანებისგან და როგორ ავირიდოთ თავიდან მოულოდნელი ხარჯები? ამ საკითხების მოგვარება ბინის სადაზღევო ნაკრებით მარტივადაა შესაძლებელი. მთავარია კარგად გავარკვიოთ, სად და რა პირობებით სჯობია ჩვენი ქონების დაზღვევა. მაინც რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ბინის დაზღვევისას? თიბისი დაზღვევა ამ მიმართულებით სრულყოფილ სადაზღვევო ნაკრებს გთავაზობთ. რატომ ავირჩიოთ თიბისი დაზღვევა თიბისი დაზღვევის ნაკრებში ყველაფერი გათვალისწინებულია, რაც გჭირდებათ - • რაც შეიძლება მეტი რისკის მოცვა - სადაზღვევო პირობები მოიცავს ყველა იმ რისკს, რამაც შესაძლოა უძრავი ქონება დააზიანოს. ნაკრებში გათვალისწინებული რისკების ჩამონათვალი ვრცელია: მეზობლისგან შემოსული წყლით ქონების დაზიანება ან განადგურება; კანალიზაციის ან წყალგაყვანილობის მწყობრიდან უეცარი გამოსვლით მიყენებული ზიანი; ელ. გაყვანილობის და გათბობის სისტემების მწყობრიდან უეცარი გამოსვლით მიყენებული ზიანი; ხანძარი და აფეთქება; სტიქიური მოვლენები; ქურდობა შეღწევით, ძარცვა, ყაჩაღობა და ვანდალიზმი. • დამატებითი რისკები - თიბისი დაზღვევა ამ ნაკრებით აზღვევს არა მხოლოდ თქვენი ბინის რემონტს, არამედ მასში განთავსებულ ავეჯსა და საყოფაცხოვრებო ტექნიკასაც. ზემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი მიზეზით მწყობრიდან გამოსული ტექნიკის თუ დაზიანებული ავეჯის აღდგენას თიბისი დაზღვევა უზრუნველყოფს. • გაქირავებული ფართის დაზღვევა - ბინის დაზღვევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და აუცილებელი ხდება თუ ამ ფართს აქირავებთ. დამქირავებლის მიერ მიყენებულ ზიანს თიბისი დაზღვევა აგინაზღაურებთ. • ხელმისაწვდომი ფასი - ბინის დაზღვევას ყველასთვის მისაღები ფასი აქვს. სადაზღვევო ნაკრების ღირებულება 10 ლარიდან იანგარიშება, ხოლო თუ ბინას აქირავებთ, ფასი 12 ლარიდან დაითვლება. • ანაზღაურების გაზრდილი ლიმიტები - თიბისი დაზღვევა ზიანების ანაზღაურების გაზდილ ლიმიტებს გთავაზობთ. სადაზღვევო პირობების მიხედვით, ანაზღაურებას ექვემდებარება როგორც რემონტის, ასევე ავეჯისა და ტექნიკის მწყობრიდან გამოსვლა. მაგალითად, რემონტის დაზიანების შემთხვევაში, კვადრატულ მეტრზე 300 ლარამდე თანხას მიიღებთ, ხოლო ავეჯისა და ტექნიკის დაზიანებისას, 20 000 ლარამდე ზარალი ანაზღაურდება. ზიანის შეფასებისა და დათვლის შემდეგ, საერთო თანხის 5% იქნება ფრანშიზა ანუ მინიმალური თანხა, რომელსაც თქვენ თავად გადაიხდით. სად შევიძინოთ ქონების დაზღვევა უძრავი ქონების სადაზღვევო ნაკრების შეძენა თიბისი დაზღვევის ვებგვერდზეა შესაძლებელი. აქ მოცემულია ფორმულარი, რომლის შევსების შემდეგაც ნაკრებს სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ იყიდით, სადაზღვევო პოლისს კი ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებთ. ვებგვერდზე ასევე მოცემულია სტანდარტული ხელშეკრულების პირობები, რომელსაც შეგიძლიათ სახლში აუჩქარებლად გაეცნოთ და ყველა პირობა გულდასმით გადაამოწმოთ. აქვე მოცემულია ფასების დამთვლელი კალკულატორი, რომელიც დაგითვლით სადაზღვევო ნაკრების ღირებულებას. ზოგადად, ნაკრების ფასს დასაზღვევი ფართის მოცულობა განსაზღვრავს. ასევე მცირედით იცვლება ფასი თუ ფართს აქირავებთ. ბინის დაზღვევა და სწორად შერჩეული სადაზღვევო ნაკრები მეტი სიმშვიდის გარანტიაა. შეიტანეთ მეტი სიმყუდროვე და ჰარმონია სახლში, სადაც დროის მნიშვნელოვან პერიოდს ატარებთ და დაეზღვიეთ გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან.
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)