23:24 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-04 12:09:19, 4028 ნახვა

ეკონომიკა
რა რისკებს აზღვევს სრული ავტოდაზღვევა

რა რისკებს აზღვევს სრული ავტოდაზღვევა

თიბისი დაზღვევა ავტომფლობელებს რამდენიმე სახის ავტოდაზღვევას სთავაზობს. სადაზღვევო ნაკრებები ერთმანეთისგან პირობებისა და დაფარვის ლიმიტებით განსხვავდება. მძღოლებს საშუალება აქვთ მხოლოდ მათთვის სასურველი რისკები  დააზღვიონ, მაგალითად მხოლოდ ავტოავარიის დაზღვევა შეიძინონ, ან მხოლოდ მესამე პირთა მიმართ ავტოპასუხისმგებლობის ნაკრებით ისარგებლონ, ანდაც ავტომინის დაზღვევით თავად განსაზღვრონ რისი დაზღვევა სურთ. თუმცა მათგან სრულიად გამოირჩევა ავტოდაზღვევის ნაკრები, რომელიც ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ნაკრებს მოიცავს და მომხმარებლისთვის დამატებით საჩუქრებს და ფასდაკლებასაც მოიცავს. სრული ნაკრები სრულად ფარავს ყველაფერს, რაც კი ავტომობილს უკავშირდება.

სრული ავტოდაზღვევა სრული თავისუფლებისთვის

რამ შეიძლება დააზიანოს თქვენი ავტომობილი? ავტოავარია უპირველესი საფრთხეა თუმცა არამხოლოდ ავარიაა ის მიზეზი, რამაც შესაძლოა დიდი ფინანსური ზიანი მოგაყენოთ. საგნების დაცემა, სტიქიური მოვლენები, ქურდობა თუ ვანდალიზმი არანაკლები რისკია ყველა ავტომფლობელისთვის. რისკების წინასწარი შეფასება და მათგან თავის დაზღვევა  მოულოდნელი ხარჯების თავიდან არიდების საუკეთესო გზაა. სრული ავტოდაზღვევა სრულ სიმშვიდეს ნიშნავს, რადგან ამ ნაკრებით დაზღვეული გექნებათ:

•             ავტოავარია

•             ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა

•             ვანდალიზმი

•             სტიქიური მოვლენები, მათ შორის სეტყვა და მიწისძვრა

•             საგნების დაცემა

სრული ნაკრები ასევე მოიცავს ორ მცირე ნაკრებს, რომელიც ავტოდაზღვევას კიდევ უფრო სრულყოფილს ხდის. მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისგან დაზღვევის ნაკრებით ჯანმრთელობის დაზიანება გექნებათ დაზღვეული. ავტოსაგზაო შემთხვევით გამოწვეული მკურნალობის ხარჯებს თიბისი დაზღვევა აანაზღაურებს.

კიდევ ერთი ნაკრები კი მესამე პირთა  მიმართ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაა და ეს გულისხმობს თქვენი ბრალეულობით მომხდარი შემთხვევების დაზღვევას. თუ ავტომანქანით ზიანი მიაყენეთ ნებისმიერი მესამე პირის მანქანას, ქონებას ან ჯანმრთელობას, თიბისი დაზღვევა მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს.

დამატებითი სერვისები და აქციები

თიბისი დაზღვევაში სრული ავტოდაზღვევის ყველა მომხამრებელს სასიამოვნო საჩუქარი ელოდება - 24/7 ავტოტექნიკური დახმარება გზებზე. ეს სერვისი განსაკუთრებულად საჭირო ოთხ მომსახურებას მოიცავს - ევაკუატორის მომსახურებას, საწვავის ადგილზე მიტანას, ადგილზე საბურავის გამოცვლას და ავტომობილის დაქოქვას. თბილისის გარდა ავტოასისტანსის მომსახურება ვრცელდება ფოთში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში.

სრული ნაკრების შეძენით თქვენ ასევე ისარგებლებთ განსაკუთრებული ფასდაკლებებითა და აქციებით პარტნიორ ორგანიზაციებში. ყველა მძღოლისთვის საჭირო და გამოსადეგია რეცხვის სერვისი, ასევე ავტომომსახურების ცენტრებში ფასდაკლება, სადაც ავტოდაზღვევის მომხმარებლები საუკეთესო პირობებით ისარგებლებენ.

სად და როგორ შევიძინოთ სრული ავტოდაზღვევა

ავტოდაზღვევის სრული ნაკრების შეძენა ონლაინ, თიბისი დაზღვევის ვებგვერდზეა შესაძლებელი. საჭიროა მხოლოდ თან გქონდეთ თქვენი პირადობის მოწმობა, სხვა არანაირი სახის დოკუმენტი დაზღვევის შესაძენად არ დაგჭირდებათ. მოცემული გრაფების შევსების შემდეგ სადაზღვევო პოლისს ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებთ. ამის შემდეგ კი შეგიძლიათ მშვიდად განაგრძოთ ავტომობილით მოძრაობა, რადგან თქვენი მანქანა ყველა სახიფათო შემთხვევისგან ავტოდაზღვევის მიმართულებით #1 სადაზღვევო კომპანიაში იქნება დაზღვეული.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics