23:23 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-04 11:21:46, 3938 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისის“ მხარდაჭერით თბილისის საბავშვო ფესტივალი ჩატარდება

 „თიბისის“ მხარდაჭერით, წელს უკვე მესამედ, თბილისში საბავშვო ფესტივალი გაიმართება. ღონისძიებას მუშტაიდის ბაღი 5 სექტემბერს, 12:00-დან 20:00 საათამდე უმასპინძლებს. ფესტივალზე მისულ ბავშვებს და მშობლებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ სპეციალურად მათთვის დაგეგმილ სხვადასხვა სახალისო და შემოქმედებით აქტივობაში.

საბავშვო ფესტივალის და „თიბისის“ საერთო ღირებულებაა ახალ თაობაზე ზრუნვა და პატარების განვითარებისთვის შესაძლებლობების გაჩენა. სწორედ ამიტომ, თიბისის, როგორც ფესტივალის მეგობარს, წელსაც ტრადიციულად საკუთარი სივრცე ექნება, სადაც ღონისძიების სტუმრებს არაერთი სიურპირიზი და აქტივობა ელით.

„თიბისის“ სივრცეში ბავშვებს მხიარული თავგადასავლების მუზეუმი დახვდებათ, რომელიც შემეცნებითი და გასართობი აქტივობების ნაკრებია ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის. პროექტზე თიბისის და საქართველოს ეროვნული მუზეუმის პარტნიორობის ფარგლებში, სტუდია „ილუსტრატორმა იმუშავა და  5 შემოქმედებითი სავარჯიშო შექმნა, რომლებიც იმ თავგადასავლებს აღმოგაჩენინებენ, რომლებზეც ხშირად გსმენიათ, თუმცა ჯერ არ აგხდენიათ. ფესტივალზე თიბისის სივრცეში დაგეგმილია 4 შემოქმედებითი სესია, სადაც ბავშვები ნაკრებში შესული აქტივობების ადგილზე შესრულებას შეძლებენ.

„თიბისის“ სივრცის გარდა  საბავშვო ფესტივალის სტუმრებს მუშტაიდის ბაღში არაერთი გასართობი და შემეცნებითი აქტივობა ელით და ისინი 6 ზონაში იქნება განაწილებული: სპორტული ზონა მოიცავს სპორტულ სკოლებს, სპორტულ წრეებს, მუნიციპალურ სპორტულ ა(ა)იპ-ებს; განათლების ზონაში წარმოდგენილნი იქნებიან საკვირაო სკოლები, აკადემიები, სახელოვნებო წრეები; ჯანმრთელობის ზონა დაეთმობათ ბავშვთა კვებისა და ჰიგიენური პროდუქციის მწარმოებლებს, ბავშვთა კლინიკებს, საგანმანათლებლო მიმართულებით მომუშავე ა(ა)იპ-ებს; გართობის ზონა მოიცავს გასართობ ცენტრებსა და ტკბილეულის მწარმოებელ კომპანიებს და კვების ობიექტებს; საბავშვო სტარტაპების ზონაში წარმოდგენილნი იქნებიან სათამაშოებისა და ტანსაცმლის მწარმოებლები; კულტურული ზონა კი მოიცავს კონცერტსა და სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებას.

საბავშვო ფესტივალის სცენაზე გაიმართება ჯგუფის - „მარტივი გამოსავალი" კონცერტიც.

ფესტივალში საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციაციაც მონაწილეობს. შესაბამისად, სტუმრებს  საბავშვო ლიტერატურაზე განსაკუთრებული ფასდაკლება ელოდებათ. ფესტივალის ოფიციალური მხარდამჭერია თბილისის მერია.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics