23:24 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-03 17:41:54, 3515 ნახვა

ეკონომიკა
იოსებ არჩვაძე - წლის ბოლოსათვის ინფლაციის მაჩენებელი მაქსიმალურად ახლოს იქნება ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებით განსაზღვრულ მაჩვენებელთან

„ინფლაცია თანდათან სიჩქარეს კარგავს“, – ასეთი შეფასება მისცა ეკონომიკის ექსპერტმა იოსებ არჩვაძემ თავის ფეისბუქ-პოსტში 2020 წლის აგვისტოს თვის ინფლაციის მაჩვენებელს, რომელიც დღეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა.

ექსპერტის შეფასებით,  აგვისტოში გაგრძელდა წინა თვესთან შედარებით  სურსათის ფასების კლების მაისის თვის შემდეგ ჩამოყალიბებული ტენდენციაც, რის შედეგადაც 2020 წლის აგვისტოში ფასების დონემ სურსათზე ივლისთან შედარებით 99.5 პროცენტი, ხოლო აპრილთან შედარებით - მხოლოდ 93.2 პროცენტი შეადგინა.

მისი თქმით, აღნიშვნას იმსახურებს ისიც, რომ პირველად მრავალი თვის მანძილზე (2019 წლის აგვისტოს შემდეგ), სასურსათო საქონელზე, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, ორნიშნა ზრდის ნაცვლად დაფიქსირდა ერთნიშნა ზრდა (აგვისტო: +9.2%,  ივლისი: +11.2%), მათ შორის ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე (აგვისტო: +8.8%, ივლისი: +11.5%).

„აღნიშნული ტენდენციების შენარჩუნების შემთხვევაში, მაღალი ალბათობით, წლის ბოლოსათვის ინფლაციის მაჩენებელი მაქსიმალურად ახლოს იქნება საქართველოს პარლამენტის მიერ ეროვნული ბანკისათვის მიმდინარე წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებით განსაზღვრულ მაჩვენებელთან“, - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა.

აღსანიშნავია, რომ სამომხმარებლო ფასების დონე 2020 წლის აგვისტოში ივლისთან შედარებით უმნიშვნელოდ შეიცვალა (შემცირდა 0.02 პროცენტით), რაც საუკეთესო მაჩვენებელია 2013 წლის შემდეგ.  ფაქტობრივად, აგვისტოში გაგრძელდა 2020 წლის მაისის შემდეგ ჩამოყალიბებული ინფლაციის შემცირების ტენდენცია. - ფასების საერთო დონემ აგვისტოში მაისის თვის 97.9 პროცენტი შეადგინა. ფასების საერთო დონე წლის დასაწყისიდან (2019 წლის დეკემბერთან შედარებით) საქართველოში გაზრდილია მხოლოდ 0.9 პროცენტით, ხოლო 2019 წლის აგვისტოსთან - 4.8 პროცენტით, რაც მიმდინარე წლის გავლილი თვეებისათვის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია   (2020 წლის აპრილი - 6.9%, მაისი - 6.5%, ივნისი - 6.1%, ივლისი - 5.7%, აგვისტო - 4.8%).





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics