|
2020-09-03 17:37:27, 3671 ნახვა
ეკონომიკა
ოთარ ანგურიძე: მაისიდან ინფლაციის დონე ეტაპობრივად მცირდება
„მაისის თვიდან წლიური ინფლაციის დონე ეტაპობრივად მცირდება და აგვისტოში წლიური ინფლაცია 4.8% დაფიქსირდა, ხოლო წინა თვესთან შედარებით ფასები შემცირდა 0.02%-ით,“ - ამის შესახებ თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკა ჩვეულ ეკონომიკურ ცხოვრებას უბრუნდება და პანდემიის მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობამ და მთავრობამ მოახდინეს ეკონომიკის გადაწყობა იმგვარად, რომ ეკონომიკური მაჩვენებლები გაუმჯობესდეს და იყოს სტაბილური. „წლიურ ინფლაციაზე ძირითადი გავლენა მოახდინა ისეთ პროდუქტებმა, როგორიცაა: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (9,2%), ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო (8,9%), ავეჯი, საოჯახო ნივთები და სახლის მოვლის ჯგუფი (9,7%). არსებული ეკონომიკური გამოწვევების მიუხედავად, ეროვნული ბანკი პროგნოზით წლის განმავლობაში ინფლაციის მაჩვენებელი კიდევ შემცირდება“, - განაცხადა ოთარ ანგურიძემ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2020 წლის 5 აგვისტოს სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 0.25 პროცენტული პუნქტით 8.0 პროცენტამდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. ინფლაციური რისკების შემცირების ფონზე, ეროვნული ბანკი განაგრძობს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლის პროცესს. ეროვნული ბანკის პროგნოზით, წლის დარჩენილ პერიოდში ინფლაციას შემცირების ტენდენცია ექნება, 2021 წლის პირველ ნახევარში მიზნობრივ დონეს ჩამოცდება და შემდგომ მას დაუახლოვდება.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)