|
2020-09-03 14:27:33, 17569 ნახვა
ომი უკრაინაში
მაღაზიათა ქსელ „ნავნეს“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
მაღაზიათა ქსელ „ნავნეს“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ განცხადებას მაღაზიის ადმინისტრაცია facebook-ზე ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, ინფიცირებული თანამშრომელი 17 აგვისტოდან შვებულებაში იმყოფებოდა. „გუშინ ღამით ჩვენი საწყობის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ჩვენი თანამშრომელი 17 აგვისტოდან შვებულებაში იმყოფება. ამ დროისათვის მისი კონტაქტები უკვე გამოვლენილია, თუმცა, ნავნე გადასამოწმებელი კონტაქტების სიაში არ შედის. „ნავნეს“ არცერთი ფილიალის თანამშრომელი, არც ინფიცირებულთა და არც სავარაუდო კონტაქტების სიაში არ იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი თანამშრომელი 2 კვირაზე მეტია, სამსახურში არ ყოფილა, საწყობის ტერიტორიას დღესვე ჩაუტარდება სადეზინფექციო სამუშაოები. ჩვენ ვაგრძელებთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ პანდემიასთან დაკავშირებით გაცემული ყველა რეგულაციისა და რეკომენდაციის შესრულებას, მათ შორის, ყოველდღიურ რეჟიმში თანამშრომლების სკრინინგს“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)