20:39 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-03 14:08:28, 5237 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა - მცირე და საოჯახო სასტუმროების სესხის თანადაფინანსების პროგრამა 12 თვემდე გახანგრძლივდა

მთავრობის გადაწყვეტილებით, პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში მცირე და საოჯახო სასტუმროების მხარდამჭერი პროგრამა გაგრძელდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის თქმით,ანტიკრიზისული პროგრამის ფარგლებში მთავრობა გვერდში დაუდგა ყველაზე მეტად დაზარალებულ სექტორს - ტურიზმის ინდუსტრიას, კერძოდ, მცირე და საოჯახო სასტუმროებს და მოახდინა 6 თვის ბანკის სესხის პროცენტის სუბსიდირება „აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში.

„დღევანდელი გადაწყვეტილებით, ეს პროგრამა გაგრძელდება და უკვე ბანკის 12 თვის  სესხის პროცენტი იქნება თანადაფინანსებული, სუბსიდირებული სახელმწიფოს მხრიდან პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე განმარტებით, იმ სასტუმროებს, ვინც უკვე მოგვმართა, დამატებითი აპლიკაციის წარდგენა არ დასჭირდებათ. ხოლო ვისაც ჯერ კიდევ არ მოუმართავს, 10 ოქტომბრამდე შეუძლია მიმართოს დამფინანსებელ ბანკს და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში", რომ მოხდეს 12 თვის ბანკის სესხის პროცენტის დაფინანსება.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, პირველ რიგში, მიმართული იქითკენ, რომ სასტუმროებმა შეინარჩუნონ დასაქმებული პერსონალი და უფრო მეტი საბრუნავი საშუალება გაუჩნდეთ. ეს არის ძალიან დროული გადაწყვეტილება იმ ფონზე, როცა ვხედავთ, რომ  პანდემია პოზიციებს არ თმობს. ჩვენ, მართალია, ვმართავთ ამ რისკს, მაგრამ კვლავაც ტურიზმი, მათ შორის, შიდა ტურიზმი დიდად არის დამოკიდებული ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და ამიტომ შემდგომ მხარდაჭერას საჭიროებს, განსაკუთრებით, მცირე და საოჯახო სასტუმროების სეგმენტი“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics