|
2020-09-03 14:02:41, 3166 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა - დღეს ჩვენ ვართ ენერგეტიკულად უფრო დამოუკიდებლები და 2012 წლისგან განსხვავებით ყველა მეზობელი ქვეყნიდან შეგვიძლია იმპორტი
„ჩვენი მთავრობის მიერ გატარებული ენერგეტიკული რეფორმის წყალობით, მოვახერხეთ, რომ ყველა მეზობელი ქვეყნიდან შეგვიძლია იმპორტის განხორციელება და არც ერთი ქვეყანა არ არის დომინანტი, განსაკუთრებით ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი, განსხვავებით 2012 წლის ვითარებისგან, როდესაც ჩვენი ელექტროენერგიის 90 პროცენტის იმპორტი რუსეთიდან მოდიოდა და ამ მხრივ, ქვეყანა დამოკიდებული იყო რუსეთზე, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან, აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტის შუამავალი კომპანიის მეშვეობით განხორციელების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ. ეკონომიკის მინისტრის თქმით, ენერგეტიკულად დღეს ვართ უფრო მეტად დამოუკიდებელი, რადგან გვაქვს არჩევანი სხვადასხვა ქვეყანას შორის, მათ შორის სწორედ აზერბაიჯანიდან იმპორტი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს, როგორც ალტერნატივა. „ამავდროულად ჩვენ ვახორციელებთ იმპორტს თურქეთიდან, იგივე რუსეთიდან და საჭიროების შემთხვევაში, სომხეთიდან - ეს არის ჩვენი არჩევანი და ამით ვამაყობთ. თითოეულ კონკრეტულ მომენტსა და პერიოდში ვხელმძღვანელობთ ძირითადი პრინციპით, თუ რა სჭირდება ჩვენს ენერგეტიკულ სისტემას უსაფრთხოებისთვის, ჩვენს მოსახლეობას იმისთვის, რომ ხელისაწვდომი ტარიფები შევინარჩუნოთ. ამით ჩვენ ვართ ენერგეტიკულად უფრო დამოუკიდებლები და იმპორტის ღირბულებაც, წლების მანძილზე მცირდება", - განაცხადა ნათია თურნავამ.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)