|
2020-09-03 12:48:48, 3158 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისის“ ბიზნეს აპი - დაადასტურეთ ერთზე მეტი დავალება ერთი დიჯიპასის კოდით
„თიბისიმ“ ბიზნესის მხარდასაჭერად დამოუკიდებელი აპი შექმნა, რომელიც მნიშვნელოვნად გაუადვილებს ბიზნესს ოპერირებას და საქმიანობის მართვას. ახალი აპი ბიზნესს სამ ახალ ფუნქციონალს სთავაზობს: ერთი დიჯიპასის კოდით ერთზე მეტი დავალების დადასტურება, IBAN სკანერი და ბიზნესანგარიშების გადართვა აპლიკაციიდან გაუსვლელად. დიჯიპასი უნიკალური ერთჯერადი კოდია, რომელზე წვდომა მხოლოდ კომპანიის ხელმძღვანელს ან შესაბამის პასუხისმგებელ პირს აქვს. ის ერთგვარი უსაფრთხოების კოდია, რომლითაც კომპანია დაცულია. ერთი დიჯიპასით ერთზე მეტი დავალების დადასტურება აქამდე მხოლოდ ბიზნეს ინტერნეტბანკში იყო ჩაშენებული, ამიერიდან კი ეს ფუნქცია აპშიც ხელმისაწვდომია და მომხმარებლებს რამდენიმე წამში შეუძლიათ, მრავალი ფინანსური ოპერაცია შეასრულონ. ბიზნესს უკვე შეუძლია ახალი აპის გამოყენება. მარკეტინგულ სააგენტო Connect-ში ბიზნეს აპის გამოყენება მისი დანერგვის დღიდან დაიწყეს. კომპანიის დამფუძნებელი დავითი რიკიაშვილი ამბობს, რომ თავადაც, როგორც ფიზიკური პირი, თიბისის აპლიკაციის აქტიური მომხმარებელია, ხოლო ბიზნეს აპი კომპანიის ჭრილშიც მისთვის დიდი კომფორტია. Connect-ის ძირითადი საქმიანობა ინტერნეტ მომხმარებლისთვის თანამედროვე და ადვილად გამოყენებადი ვებგვერდების, პლატფორმებისა და პროგრამების შექმნაა. Connect საქართველოში მსხვილი და საშუალო ბიზნესებისთვის სერვერულ მომსახურებას უზრუნველყოფს. "წარმოიდგინეთ, როდესაც გაქვს რამდენიმე ტრანზაქცია გასაკეთებელი — თუნდაც ხელფასები უნდა ჩარიცხო თანამშრომლებისთვის — და ამ ყველაფრისთვის მხოლოდ ერთხელ იყენებ დიჯიპასს. ვისაც ხელფასები ერთხელ მაინც გადაურიცხავს, მიხვდება, რა კომფორტზეც ვსაუბრობ. ბიზნეს აპი ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. კმაყოფილი ვარ, რომ მის გასავითარებლად პროფესიონალი და ბიზნესზე ორიენტირებული ადამიანები ზრუნავენ. ამ ყველაფერს ვგრძობთ აპლიკაციის გამოყენების პროცესში",- ამბობს დავით რიკიაშვილი. მისი თქმით, აპლიკაცია შეიძლება ჩაითვალოს წარმატებულად მხოლოდ მაშინ, როცა ის ნამდვილად მოერგება მომხმარებლის სურვილებს. Connect-ში ამბობენ, რომ აპთან ყოველდღიური შეხებით გარკვეულ სტატისტიკას ქმნიან და სამომავლოდაც დიდი ინტერესით დაელოდებიან ბიზნეს აპის განახლებას, რადგან ყველა ის სიახლე უყვართ, რაც ბიზნესს მხარს უჭერს და ავითარებს. ბიზნეს აპს კიდევ მრავალი ფუნქცია დაემატება და ის ერთგვარი მენეჯერული აპლიკაცია გახდება, სადაც ბიზნესის მფლობელები და ხელმძღვანელები არა მხოლოდ ფინანსური ოპერაციების შესრულებას ან ინფორმაციის მიღებას შეძლებენ, არამედ სხვა მნიშვნელოვანი პროცესების მართვასაც.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)