|
2020-09-02 11:13:22, 2985 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისის“ მხარდაჭერით ყაზბეგში ოქტომბერში ახალი სასტუმრო გაიხსნება
ყაზბეგის რაიონში, დაბა სტეფანწმინდაში პანდემიის პერიოდის მიუხედავად, ვახტანგ და შალვა ქირიკაშვილებს სასტუმროს მშენებლობა არ შეუჩერებიათ. უკვე არსებული გესტ ჰაუსის გაფართოვება გადაწყვიტეს და თიბისის მხარდაჭერით ახალი სასტუმროს მშენებლობა წამოიწყეს. ამჟამად მშენებლობა დასრულების ეტაპზეა. „სასტუმროს გახსნას ოქტომბერში ვგეგმავთ, გვინდა, რომ ზამთრის სეზონს მომზადებული შევხვდეთ. გათვლას ძირითადად უცხოელ ტურისტებზე ვაკეთებთ. დაახლოებით 30 სტუმრის მიღებას შევძლებთ, რომლებსაც სრულ მომსახურეობას ვთავაზობთ, მათ შორის, ძალიან მოთხოვნად საცხენოსნო თუ საავტომობილო ტურებს ყაზბეგში,“ - ამბობს სასტუმროს დამფუძნებელი შალვა ქირიკაშვილი, რომელიც მამასთან ერთად უკვე 15 წელია სტეფანწმინდაში სასტუმრო ბიზნესს უძღვება. სასტუმროს აქვს საკუთარი რესტორანი და ვერანდა, სადაც მუდმივად 10-მდე ადამიანი დასაქმდება, სეზონურად კი დასაქმებულთა რაოდენობა გაიზრდება. სასტუმრო სტეფანწმინდის ერთერთ უძველეს დასახლებაში მდებარეობს. სასტუმროს ეზოში დამსვენებლებს ყაზბეგში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - ჩოფიკაშვილების საგვარეულო ციხის ნახვაც შეეძლებათ.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)