|
2020-09-01 15:39:56, 5582 ნახვა
კომენტარი
ანრი ოხანაშვილი - „პატრიოტთა ალიანსთან“ არანაირ თანამშრომლობას არ განვიხილავთ, ეს ჩვენთვის წითელი ხაზია
„პატრიოტთა ალიანსთან" არანაირ თანამშრომლობას არ განვიხილავთ, ეს არის ჩვენთვის წითელი ხაზი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ არ ჭირდება ისეთი ინტერესის მატარებელი ჯგუფი, რომელიც სათანადოდ არ იცავს ქართულ ინტერესებს. მისი თქმით, ის მიესალმება სახელმწიფო აუდიტის მიერ მოკვლევის დაწყებას „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსებასთან დაკავშირებით. „მე მივესალმები სახელმწიფო აუდიტის მიერ მოკვლევის დაწყებას დაფინანსებასთან დაკავშირებით, ასევე გასარკვევია მათ ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში. ამ საკითხებს უნდა გაეცეს პასუხი. მე მქონდა მოლოდინი, რომ ბატონი გიორგი ლომია აქეთ იერიშზე კი არ გადმოვიდოდა და მიუღებელი ფორმით კოლეგების მიმართ შეურაცხყოფას კი არ დაიწყებდა, არამედ ახსნიდა პარლამენტის წევრები როგორ აღმოჩნდნენ კონკრეტულ ადგილას და რა მიზნით. ეს არის აუცილებლად გასარკვევი და ამას უნდა გაეცეს პასუხი. ასევე ბატონი ლომია რომ ამბობს იმას, რომ თურმე ისინი „ნაციონალურ მოძრაობასთან" მიმართებაში ძალიან ხისტი პოზიციით გამოირჩევიან, ხომ არ შევახსენოთ „პატრიოტთა ალიანსს" ის, რომ საქმე საქმეზე რომ მიდგა და ბატონი ნიკანორ მელიას უფლებამოსილების შეჩერების საკითხი განიხილებოდა, „პატრიოტთა ალიანსმა", რომელიც ერთი მხრივ ამბობდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" უნდა გასამართლდეს, არ დაუჭირა მხარი „ნაციონალური მოძრაობის“ იმ წევრის უფლებამოსილების შეჩერებას, რომელიც აქ შტურმით შემოვარდნას და სახელმწიფო ინსტიტუციის აღებას ცდილობდა. ეს არის თქვენი თანამშრომლობა, ფაქტი და მოცემულობა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)