2020-09-01 12:52:06, 16749 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ ერთ მილიონს გადააჭარბა
რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა.
რუსეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 4 729 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 123 ადამიანი გარდაიცვალა.
ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 1 000 048-ს მიაღწია, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 17 299-ს შეადგენს. რუსეთში სულ კორონავირუსისგან 815 705 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ცნობისთვის, რუსეთი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა აშშ-ს, ბრაზილიისა და ინდოეთის შემდეგ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან