20:39 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-01 11:41:11, 5325 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე სააკაშვილის ვიდეომიმართვაზე - როგორც იქნა, ამ კაცმა აღიარა უმძიმესი დანაშაულები

როგორც იქნა ამ კაცმა აღიარა უმძიმესი დანაშაულები, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხაილ სააკაშვილის ვიდეომიმართვას, სადაც ის ქართველ ხალხს ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ ბრუნდება.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, სააკაშვილმა შეცდომები უწოდა იმას, რაც სინამდვილეში მძიმე დანაშაულებად ითვლება და რომელზეც განაჩენია დამდგარი.

„როგორც იქნა ამ კაცმა აღიარა უმძიმესი დანაშაულები. ბოლო წლების განმავლობააში, რაც ის ხელისუფლებაში აღარ არის, მან პირველად გაბედა და გამოიყენა ფრაზა უმძიმესი შეცდომები. ის, რასაც აქამდე უბრალოდ შეცდომებს არქმევდნენ და ის, რაც სინამდვილეში არის ძალიან მძიმე დანაშაულები, რომლებზეც განაჩენია დამდგარი და რომლებიც სასამართლოს მიერ განაჩენითაა დადასტურებული. ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ მაგალითად „ნაცმოძრაობამ“ ცნობილი რეზოლუციის მხარდაჭერით ჩაიდინა ღალატი, როდესაც დააბრალა ქართულ სამხედროებს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 2 თვის შემდეგ ომის დაწყება ეს აღიარა იმ დღეს თავის ვიდეოკლიპში მიხეილ სააკაშვილმა. ის აღიარა, რომ მოჩვენებითი განვითარება მიდიოდა ამ ქვეყანაში და წლების შემდეგ აღმოაჩინა ხალხმა, რომ 34-დან 30%-მდე შემცირებულა სიღარიბე; თურმე განვითარება ყოფილა ფასადური; თურმე ის რაღაც მშენებლობები ყოფილა ფასადური, რამდენიმე, რომლებიც იმდენად გააპიარეს მოჩვენებითი წარმატებისთვის, მაგრამ დროებით შეუქმნეს მოსახლეობას ილუზია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics