10:21 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-01 10:37:03, 2354 ნახვა

საზოგადოება
დღეიდან კომუნიკაციების კომისია ბავშვებს ინტერნეტში საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან დაიცავს

დღეიდან კომუნიკაციების კომისია ბავშვებს ინტერნეტში საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან დაიცავს.

როგორც კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მშობლებს შესაძლებლობა აქვთ მიმართონ ინტერნეტ პროვაიდერ კომპანიებს, შეზღუდონ ისეთ ვებგვერდებზე წვდომა, რომელიც ბავშვებისთვის საფრთხის შემცველია.

მათივე გადაწყვეტილებით, განისაზღვრა წესები, რომლის მიხედვითაც იმ ვებგვერდებს, რომლებსაც განთავსებული აქვთ ფილმები, ანიმაციური ფილმები, სერიალები, პროგრამები და თამაშები, ვალდებული არიან გაუკეთონ სპეციალური ასაკობრივი ნიშანდებები, რომლებიც განსაზღვრულია 18 წლამდე, 15 წლამდე, 12 წლამდე და 7 წლამდე არასრულწლოვანებისთვის შეუფერებელ პროგრამებზე.

„კომუნიკაციების კომისია ბავშვებისა და მოზარდების მავნე ზეგავლენისგან დაცვის მიზნით, მშობლებს საფრთხეების შემცირების ეფექტურ მექანიზმს აძლევს. დღეიდან, მშობლებს აქვთ შესაძლებლობა მიმართონ ინტერნეტ პროვაიდერ კომპანიებს შეზღუდონ ისეთ ვებგვერდებზე წვდომა, რომელიც საფრთხის შემცველია ბავშვებისთვის.  კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, განისაზღვრა წესები, რომლის მიხედვითაც იმ ვებგვერდებს, რომლებსაც განთავსებული აქვთ ფილმები, ანიმაციური ფილმები, სერიალები, პროგრამები და თამაშები, ვალდებული არიან გაუკეთონ სპეციალური ასაკობრივი ნიშანდებები, რომლებიც განსაზღვრულია 18 წლამდე, 15 წლამდე, 12 წლამდე და 7 წლამდე არასრულწლოვანებისთვის შეუფერებელ პროგრამებზე. კომუნიკაციების კომისია უზრუნველყოფს ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი ინტერნეტ ვებგვერდების სპეციალური სარეიტინგო სიის შედგენას და საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებას, აღნიშნული სია ინტერნეტ პროვაიდერი კომპანიების მიერ განახლდება კვირაში ერთხელ. კომუნიკაციების კომისია ბავშვებისა და მოზარდების ინტერნეტში უსაფრთხოდ ნავიგაციისთვის  დამატებით საკუთარი ინიციატივით, შემთხვევით შერჩევის პრინციპით, განახორციელებს ინტერნეტ ვებგვერდების მონიტორინგს, იმისთვის, რომ დამატებითი ფილტრი შექმნას და გააკონტროლოს რამდენად ჯეროვნად ასრულებენ კომპანიები  საკუთარ ვალდებულებებს.

გარდა ამისა, ბავშვებისა და მოზარდების მავნე ზეგავლენისგან დაცვის მიზნით, მაუწყებლები ვალდებული არიან, საკუთარი ბადე დაგეგმონ ისე, რომ აღნიშნული ასაკობრივი პროგრამები ეთერში დღის კონკრეტულ პერიოდში განთავსდეს. ტელეკომპანიები ვალდებული არიან საკუთარ ეთერში არ განათავსონ 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა 6 საათიდან 24 საათამდე, 15 წლამდე არასრულწლოვნისთვის 6 საათიდან 23 საათამდე; 12 წლამდე არასრულწლოვნისთვის 6 საათიდან 21 საათამდე, ხოლო 7 წლამდე არასრულწლოვნისთვის 6 საათიდან 21 საათამდე.

იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვალდებულება არ შესრულდება, ვებგვერდები 1000 ლარით, კანონდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი 3000 ლარით დაჯარიმდებიან. ხოლო ტელევიზიები პირველ ჯერზე 2500 ლარით, ან მაუწყებლის წლიური შემოსავლის არაუმეტეს 0.5%-ის ოდენობით დაჯარიმდებიან, კანონდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, კი მათ ავტორიზაცია შეუჩერდებათ.

შეგახსენებთ, რომ თავის მხრივ, კომუნიკაციების კომისია ბავშვებისა და მოზარდების მავნე ზეგავლენისგან დაცვის მიზნით, ასევე, ბავშვების, მშობლებისა და პედაგოგების ცნობიერების ამაღლებისა და ისეთი უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, როგორიც კრიტიკული აზროვნება და შემოქმედებითობაა, მედიაწიგნიერების ფარგლებში უმნიშვნელოვანეს პროექტებს ახორციელებს“, - აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სან დიეგოში, ისლამურ ცენტრში სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, თავდამსხმელმა მოზარდებმა თავი მოიკლეს
ხაზარაძემ ბრიუსელში ისტორიული შენობა Aegidium შეიძინა
სი ძინპინმა ტრამპს განუცხადა, რომ პუტინმა შესაძლოა „ინანოს“ უკრაინაში შეჭრა - Financial Times
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics