10:21 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-01 10:22:45, 2324 ნახვა

საზოგადოება
დღეიდან მოძალადეებზე ელექტრონული ზედამხედველობა დაწესდება

დღეიიდან, 1-ლი სექტემბრიდან შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად, მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობაც დაწესდება და მას სამაჯურიც დაუმაგრდება.

საკანონმდებლო ცვლილებების ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროა.

უწყების ცნობით, სიახლის თანახმად, ძალადობის განმეორების რეალური საფრთხის და მსხვერპლის თანხმობის არსებობის შემთხვევაში, მოძალადეს სხეულზე ელექტრონული სამაჯური დაუმაგრდება. აღნიშნულის შედეგად, მოძალადის მიერ მსხვერპლთან და წინასწარ განსაზღვრულ ტერიტორიასთან მიახლოების კონტროლი განხორციელდება GPS სისტემის მეშვეობით.

„2020 წლის 1 სექტემბერს ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად, მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების შესაძლებლობას, თუ სახეზეა ძალადობის განმეორების რეალური საფრთხე. ძალადობის განმეორების რისკის შეფასება ხორციელდება შემაკავებელი ორდერის ოქმში ინტეგრირებული კითხვარის საფუძველზე. ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, მხედველობაში მიიღება ძალადობის განმეორების რისკის დონე, მოძალადის მიერ წარსულში ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა, ძალადობის განხორციელებისას ცივი/ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ფაქტი და სხვა გარემოებები.

ელექტრონული ზედამხედველობა ხორციელდება არაუმეტეს შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადით, რომელიც არ აღემატება 1 თვეს.

ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებისთვის აუცილებელია მსხვერპლის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის/საპროცესო წარმომადგენლის თანხმობა.

ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების შემთხვევაში მოძალადეს სხეულზე ელექტრონული სამაჯური უმაგრდება. აღნიშნულის შედეგად ხდება მოძალადის მსხვერპლთან და წინასწარ განსაზღვრულ ტერიტორიებთან მიახლოების რეალურ დროში კონტროლი.

ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების საკითხი ექვემდებარება სასამართლო კონტროლს. პოლიციის მიერ გამოცემული ოქმი, გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში დასამტკიცებლად წარედგინება სასამართლოს. მოძალადის ვირტუალური მონიტორინგს უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი ,,112".

მოძალადის მიერ დაკისრებული ვალდებულებების შესრულება სავალდებულოა. მოძალადის მიერ ელექტრონული ზედამხედველობისათვის თავის არიდება იწვევს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ იქნა ინიცირებული, რომლის მიზანს წარმოადგენდა მსხვერპლთა უსაფრთხოების დაცვის გარანტიების გაზრდა და დახვეწა. კანონპროექტის ამოქმედებამდე, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) ხელშეწყობით გაზიარებული იქნა უცხო ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა და ექსპერტული ჩართულობით მომზადდა შესაბამისი კანონქვემდებარე აქტები. სისტემის დანერგვის მხარდაჭერის მიზნით, UN WOMEN-მა, შინაგან საქმეთა სამინისტროს 100 ელექტრონული მოწყობილობა (სამაჯური) და შესაბამისი ინფრასტრუქტურა გადასცა“, - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სან დიეგოში, ისლამურ ცენტრში სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, თავდამსხმელმა მოზარდებმა თავი მოიკლეს
ხაზარაძემ ბრიუსელში ისტორიული შენობა Aegidium შეიძინა
სი ძინპინმა ტრამპს განუცხადა, რომ პუტინმა შესაძლოა „ინანოს“ უკრაინაში შეჭრა - Financial Times
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics