|
2020-08-31 18:55:19, 3345 ნახვა
ეკონომიკა
PSP საქართველოს მოქალაქეებისთვის თურქეთიდან მედიკამენტების ჩამოტანას ყოველგვარი მოგების გარეშე უზრუნველყოფს
თურქეთის ტერიტორიაზე დაახლოებით 150 დასახელების მედიკამენტის ფასი საქართველოს სააფთიაქო ქსელებში არსებული ფასებისგან განსხვავებულია. ეს განპირობებულია იმით, რომ დასავლური მწარმოებელი კომპანიები, თურქეთის მთავრობის მიერ დადგენილი რეგულაციების თანახმად, მედიკამენტებს სპეციალური ლიცენზიით თურქეთში აწარმოებენ, რაც ფასების ოპტიმიზაციას უწყობს ხელს. არსებული რეგულაციების მიხედვით, შეუძლებელია აღნიშნული მედიკამენტების თურქეთიდან საქართველოში კომერციული იმპორტი და რეალიზაცია. საქართველოში იგივე დასავლური კომპანიების მიერ წარმოებული მედიკამენტების იმპორტი ევროპიდან ხორციელდება. წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის 1, მე-114 და მე-115 მუხლების თანახმად დაშვებულია მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული ფარმაცევტული პროდუქციის მიმოქცევა. გამონაკლისის სახით, საქართველოში არარეგისტრირებული ფარმაცევტული პროდუქციის შემოტანა შესაძლებელია ამავე კანონის მე-1113 მუხლის თანახმად მხოლოდ ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის. PSP უკვე რამდენიმე წელია საქართველოს მოქალაქეებისთვის ინდივიდუალური მოთხოვნების საფუძველზე (ფორმა 100) ახორციელებს ძვირადღირებული ჰემატოლოგიური, ონკოლოგიური, რევმატოლოგიური და კარდიოლოგიური მედიკამენტების თურქეთიდან შემოტანა-მიწოდებას ყოველგვარი მოგების გარეშე. ეს გულისხმობს იმას, რომ ინდივიდუალური საჭიროებისათვის ჩამოტანილი მედიკამენტების ფასი თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ აფთიაქებში გასაყიდი ფასის იდენტურია. ბოლო 1 წლის განმავლობაში PSP-ს ამ სერვისით უკვე 15 ათასმა მომხმარებელმა ისარგებლა. დაინტერესებულ მომხმარებლებს შეუძლიათ დარეკონ PSP-ს სპეციალურ ნომრებზე 591 90 22 47 ან 551 93 44 55, ფორმა 100-ის საფუძველზე შეუკვეთონ შესაბამისი ფარმაცევტული პროდუქტი და 2 კვირის ვადაში მიიღონ მედიკამენტი თურქეთიდან ყოველგვარი ფასნამატის გარეშე. #პსპშენიოჯახისგვერდით
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)