|
2020-08-31 16:26:53, 2942 ნახვა
ეკონომიკა
მაჭავარიანი: სააგენტო „S&P"-ის მიერ საქართველოს საკრედიტო რეიტინგის შენარჩუნება მიანიშნებს იმაზე, რომ სტაბილური მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკა გვაქვს
სარეიტინგო სააგენტო "Fitch"-ის შემდეგ, უკვე მეორე სარეიტინგო სააგენტომ - „S&P"-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი "BB" დონეზე და ასევე, პერსპექტივა უცვლელი დატოვა, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენ საკმაოდ მყარი და სტაბილური მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკა გვაქვს, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა სარეიტინგო კომპანიის "S&P" – ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შეფასებისას. როგორც მან აღნიშნა, სარეიტინგო კომპანია ქვეყნის სუვერენული რეიტინგის ძლიერ მხარედ, საგარეო გამოწვევების მიუხედავად, ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნებას ასახელებს. „ანგარიშში ჩვენს ძლიერ მხარედ ასევე დასახელებულია მყარი ინსტიტუციური მმართველობა. განსაკუთრებით დადებითად არის ნახსენები ის სამუშაო, რაც გავწიეთ დონორ ორგანიზაციებთან თანხების მოზიდვის კუთხით. შესაბამისად, ამ ფაქტორმაც იქონია გავლენა რეიტინგის შენარჩუნებაზე. ტრადიციულად, სუსტ მხარეებად დასახელებულია ჩვენი მაღალი იმპორტდამოკიდებულება და შედეგად მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. ამ ეტაპზე, ორივე სააგენტომ საქართველოს რეიტინგი უცვლელი დატოვა. იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკა მოგვცემს საშუალებას, უახლოეს მომავალში ვიფიქროთ რეიტინგის ზრდაზე ერთი საფეხურით", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)