14:21 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-31 12:45:03, 7882 ნახვა

სამხედრო
ავღანეთში ქართველი მშვიდობისმყოფელების დღე აღნიშნეს

ავღანეთში, I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა მშვიდობისმყოფელების დღე აღნიშნეს. ღონისძიება ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მემორიალთან გაიმართა.

ქართველმა და კოალიციური ჯარების სამხედრო მოსამსახურეებმა სამშვიდობო მისიებში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ცერემონიალს ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს თავდაცვის ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი რობერტ არღვლიანი, ტაქტიკური დაჯგუფება „ჰამერის“ მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი გლებ მაკდონალდი და ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებული კოალიციური ძალების მოქმედი ქვედანაყოფების მეთაურები დაესწრნენ.

ღონისძიებაზე შესრულდა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ჰიმნები, რის შემდეგაც წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას. I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონის პირად შემადგენლობას სიტყვით საქართველოს თავდაცვის ძალების უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა და ტაქტიკური დაჯგუფება „ჰამერის“ მეთაურმა მიმართეს. მათ პირად შემადგენლობას გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს და „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ წარმატებით შესრულება უსურვეს.

ღონისძიების დასასრულს პოლკოვნიკმა რობერტ არღვლიანმა, ვიცე-პოლკოვნიკმა გლებ მაკდონალდმა, I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვლადიმერ ნათენაძემ და საზღვაო ქვეითების საქართველოს მეკავშირეთა ჯგუფის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა შონ ბრედლიმ ბატალიონის პირად შემადგენლობას სამახსოვრო და ფასიანი საჩუქრები გადასცეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics