|
2020-08-31 11:48:54, 2081 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა რესტორნებისთვის ჯარიმების ჩამოწერაზე - ჯარიმას ძალა აქვს მაშინ, როდესაც ვიცით, რომ გადასახდელი იქნება
ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ რესტორნებისთვის პროტოკოლების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების ჩამოწერაზე განაცხადა, რომ ჯარიმას ძალა აქვს მაშინ, როდესაც ვიცით, რომ ის გადასახდელი იქნება. მისი თქმით, ზოგიერთი რესტორანი პროტოკოლის დაცვით თავს არ იწუხებს. „ჯარიმას აქვს აზრი და ძალა, როდესაც ჩვენ ვიცით, რომ ის იქნება გადასახდელი. ისევ ვამბობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ახლა, როცა არის საკურორტო სეზონი და გაზრდილია შიდა მობილობა, დავიცვათ პროტოკოლები. ბევრგან არის შესუსტებული პროტოკოლების დაცვა, ცოტა უფრო რელაქსირებულია მოსახლეობაც და ზოგიერთი რესტორანიც ამას გრძნობს და არ იწუხებს თავს პროტოკოლის დაცვით, მაგრამ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს პროტოკოლები დავიცვათ“, - განაცხადა თურნავამ.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)