2020-08-30 20:00:48, 4760 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტის თავმჯდომარე თვითიზოლაციაშია გადაყვანილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თვითიზოლაციაშია გადაყვანილი.
კორონავირუსი არჩილ თალაკვაძის პირად დაცვას დაუდასტურდა. მასთან ერთად გარესამყაროსგან იზოლირებულები არიან მისი ოჯახის წევრები.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ეპიდუსაფრთხოების წესების თანახმად, თალაკვაძესა და მის ოჯახის წევრებსაც PCR ტესტირება ჩაუტარდათ. მათივე ცნობით: "პასუხი უარყოფითია, მათ არ დაუდასტურდათ კოვიდ ინფექცია. ეპიდუსაფრთხოების წესების თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარე თვითიზოლაციაში გადავიდა".
ავტორი: ექსპრესნიუსი,