08:54 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-11 19:07:17, 582 ნახვა

საზოგადოება
„ალი და ნინოს“ ქანდაკება ბათუმის ბულვარში ოფიციალურად დღეს გაიხსნა

 „ალი და ნინოს“  ქანდაკება  ბათუმის ბულვარში  ე.წ „პანორამული ბორბლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ოფიციალურად  დღეს გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს  ძეგლის ავტორი, უცხოეთში მოღვაწე  ქართველი მოქანდაკე  თამარ კვესიტაძე დაესწრო.
რკინის კონსტრუქციის ახალ ტერიტორიაზე გადატანის სარეაბილიტაციო  სამუშაოები რამდენიმე ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა.  ქანდაკების საყრდენი ფილის ირგვლივ  მინის გამჭვირვალე მოაჯირი მოეწყო, მთლიანი კვარცხლბეკი გრანიტის ფილებით მოპირკეთდა და  ირგვლივ ხის ძელსკამები დამონტაჟდა.
მოძრავი რკინის ქანდაკებამ სატესტო ეტაპი წარმატებით გაიარა და დღეიდან ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას.
„ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ ქანდაკების  გადაადგილება დასრულდა  ძალიან კარგად, რაშიც ეჭვი არ მეპარებოდა.   სასიამოვნო იყო,   რომ გავიგე,  რამდენად ბევრი გულშემატკივარი ჰყავდა ამ ნამუშევარს. რაც შეეხება ადგილს, ნამდვილად კარგია, ერთადერთი, რასაც ვფიქრობ, არის ის, რომ  ეშმაკის ბორბალთან ერთად შეიძლება ვერ გაიგოს  მნახველმა ეს ატრაქციონია, თუ არა. მაგრამ იმედი მაქვს, რომ ოდესმე ეს ორი ობიექტი ერთმანეთს დაცილდება  „-განუცხადა თამარ კვესიტაძემ ჟურნალისტებს.
თამარ კვესიტაძის ნამუშევარის ადგილმონაცვლეობისთვის ბიუჯეტიდან 185 550 ლარი გამოიყო. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „არნაბი 21“ ასრულებდა.
სატენდერო პირობების მიხედვით, სამუშაოები 15 სექტემბერს უნდა დასრულებულიყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრი სახლი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ირანზე დარტყმების განახლების საკითხს განიხილავს
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics