|
2020-08-29 15:38:21, 3797 ნახვა
ეკონომიკა
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ „S&P“-ი საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე და პერსპექტივა „სტაბილური“ უცვლელი დატოვა
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ „S&P" - ი საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB" დონეზე და პერსპექტივა "სტაბილური" უცვლელი დატოვა. „S&P" - ის ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ანგარიში გამოქვეყნდა საქართველოს ეკონომიკაზე კორონავირუსის ნეგატიური გავლენების გათვალისწინებით. ამ ფონზე საქართველოს რეიტინგის და პერსპექტივის უცვლელი დატოვება ნათლად მიანიშნებს სარეიტინგო კომპანიის ნდობაზე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ. მეტიც, ანგარიშის თანახმად, „S&P" - ი შესაძლებლად მიიჩნევს საქართველოს საკრედიტო რეიტინგის გაზრდას, თუ ეკონომიკური ზრდა აისახება შემოსავლების უფრო მაღალ დონეში და ქვეყნის ექსპორტი გახდება უფრო მეტად დივერსიფიცირებული, როგორც პროდუქტების, ასევე გეოგრაფიული თვალსაზრისით. სარეიტინგო კომპანიამ ქვეყნის სუვერენული რეიტინგის ძლიერ მხარედ, საგარეო გამოწვევების მიუხედავად, ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნება დაასახელა. „S&P" - მ ეკონომიკის მნიშვნელოვან უპირატესობად საქართველოს ინსტიტუციური სიძლიერე მიიჩნია. „S&P" ანგარიშში აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის ეკონომიკური რეფორმები, რომლებიც გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდაზეა ორიენტირებული, მოიცავს: ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, ბიზნეს გარემოს შემდგომ გაუმჯობესებას, განათლებისა და სახელმწიფო საწარმოების რეფორმას. ეკონომიკის გაჯანსაღების ტემპი და სიძლიერე მიანიშნებს მთავრობის შესაძლებლობაზე, უზრუნველყოს ვალის მშპ-თან ფარდობის შემცირება. სარეიტინგო კომპანიის პროგნოზით, კორონავირუსის პანდემიის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით განხორციელებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად 2020 წელს ეკონომიკური კლება 6% იქნება. პანდემიამ ყველაზე მეტად ზიანი მიაყენა ტურიზმის სექტორს, რომელიც მნიშვნელოვან დამსაქმებელს, ადგილობრივი საქონლისა და მომსახურების მოხმარებისა და სავალუტო ნაკადების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. ანგარიშის მიხედვით, საზღვრების გახსნის მიუხედავად, ტურიზმის სექტორის გაჯანსაღება ნელი ტემპებით მოხდება, რამდენადაც კვლავ ძალაში რჩება სოციალური დისტანცირების ღონისძიებები. სარეიტინგო კომპანიის პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა 2019 წლის დონეს 2022 წელს დაუბრუნდება. „S&P" პოზიტიურად აფასებს ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკას, 2020 წლის პირველ ნახევარში ზრდის მიუხედავად ინფლაცია 2010-2019 წლებში საშუალოდ 4%-ს ქვემოთ იყო. სარეიტინგო სააგენტო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობას, რეგიონის ქვეყნებთან შედარებით. სარეიტინგო კომპანია პოზიტიურად აფასებს ხელისუფლების ძალისხმევას: დოლარიზაციის შემცირებისკენ მიმართულ ღონისძიებებს, საპენსიო რეფორმას, დეპოზიტების დაზღვევას, კაპიტალის ბაზრის განვითარებასა და ხელისუფლების სხვა რეფორმებს. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ „S&P" - მა გააუარესა რამდენიმე ქვეყნის რეიტინგის პერსპექტივა, რომელთა შორისაა: ესტონეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, უზბეკეთი, საბერძნეთი, ბულგარეთი და პორტუგალია.
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)