2020-08-29 13:51:30, 6418 ნახვა
მსოფლიო
სექტემბერში აშშ-ში მარიხუანას ფედერალურ დონეზე ლეგალიზაციის საკითხს კენჭს უყრიან
სექტემბერში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა, მარიხუანას ფედერალურ დონეზე ლეგალიზაციის საკითხს კენჭს უყრის.
კანონპროექტი, მარიხუანას აკრძალული ნივთიერებების სიიდან ამოღებას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ აქამდე აშშ-ის კონგრესის არც ერთ პალატას მსგავს საკითხზე კენჭი არასდროს უყრია.
მარიხუანას აღნიშნული სიიდან ამოღება ნიშნავს, რომ იგი ფედერალურ დონეზე აკრძალული არ იქნება და მისი გაყიდვის ლეგალიზაციისთვის შტატების ხელისუფლებამ შესაბამისი ცვლილებები უნდა შეიტანოს კანონმდებლობაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,