|
2020-08-29 10:41:57, 10169 ნახვა
სამხედრო
რეზერვის შესახებ მოქალაქეებთან საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს რეგიონებში გრძელდება
ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეებთან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აქტიური რეზერვის პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება. საქართველოს ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები ამჯერად ქალაქ ოზურგეთში, ზუგდიდსა და ბათუმში იმყოფებოდნენ. მათ ადგილობრივებთან შეხვედრები გამართეს და ტერიტორიული რეზერვის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. პროგრამამ სამეგრელოში, გურიასა და აჭარაში დიდი ინტერესი გამოიწვია. სამხედრო მოსამსახურეებმა რეგიონების მაცხოვრებლებს რეზერვის პირობები დეტალურად გააცნეს და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განვითარებისათვის მისი მნიშვნელობის შესახებ ესაუბრნენ. რეკრუტირების მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ online-რეგისტრაცია ეროვნული გვარდიის მობილურ მანქანაშიც გაევლოთ. უახლოეს მომავალში ტერიტორიული რეზერვის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა მოქალაქეებთან ქალაქ მცხეთაში გაიმართება. ტერიტორიულ რეზერვში მიიღებიან თბილისის, მცხეთის, აჭარის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და კახეთის რეგიონებში მცხოვრები 18-50 წლამდე ასაკის მოქალაქეები. საბუთები მიიღება ყოველ სამუშაო დღეს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შემდეგ მისამართებზე ქ. თბილისში, ქ. თელავში, ქ. ბათუმში, და ქ. სენაკში. ონლაინ რეგისტრაცია შესაძლებელია მისამართზე onlinebct.mod.gov.ge. ცხელი ხაზი: 595 05 06 85, 032 2 75 26 44.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)