11:15 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-28 13:06:40, 3620 ნახვა

საზოგადოება
მეუფე შიო - ვეცადოთ, განვიწმინდოთ ჩვენი ცოდვებისგან, რათა მოვემზადოთ გარდაცვალებისთვის

საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა, ეს არის ნიშანი, რომ ღვთისმშობელი განსაკუთრებით მფარველობს ჩვენს ქვეყანას, - ამის შესახებ პატრიარქის თანამოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ სიონის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

მისი თქმით, ჩვენ გულში უნდა ვიმარხავდეთ უფალი იესო ქრისტეს სიტყვებს, ყველაფერს და ასევე აღვასრულოთ მისი მცნებები.

„ჩვენ ვადიდებთ ამ შესანიშნავს დღეს, ყოვლაწმინდა ღვთისმშობელს და ვფიქრობთ, რა დაგვიტოვა მან ჩვენ, რა მცნებები და რა ანდერძი დაგვიტოვა. ჩვენ გვახსენდება ასევე წინასწარმეტყველება, რომელიც მას ეთქვა და რომელიც მან თქვა, რომ ყოველ სიტყვას ჩვენისა უფლისა იესო ქრისტეს, მისი ძის, ღმერთკაცის, იგი გულში იმარხავს. მისი უმთავრესი ცნება არის ის, რომ ჩვენ აღვასრულოთ ის, რასაც უფალი იესო ქრისტე გვიბრძანებს, ეს არის მისი ცნებები და ცხოვრების გზა. ეს არის ორი მთავარი მაგალითი, რომელიც მან დაგვიტოვა, რომ ჩვენ გულში ვიმარხავდეთ უფალი იესო ქრისტეს სიტყვებს ყველაფერს და აღვასრულოთ მისი ცნებები.

ჩვენ გულში უნდა ვიმარხავდეთ უფალი იესო ქრისტეს სიტყვებს, ყველაფერს და ასევე აღვასრულოთ მისი მცნებები. სახარებას ხშირად ვკითხულობთ და ხან ერთი რაღაც მონაკვეთი იმოქმედებს განსაკუთრებით ჩვენზე, ხან მეორე, ეს ყოველთვის განახლებადია და ნიშნავს, რომ უფალი ამ სიტყვებით მოგვმართავს. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში ჩავუღრმავდეთ ღვთის მცნებებს, მის სიტყვებს, ვეცადოთ, განვიწმინდოთ ჩვენი ცოდვები, რათა მოვემზადოთ გარდაცვალებისთვის. დღევანდელი დღე სწორედ იმას გვეუბნება, რომ გარდაცვალება ეს არ არის რაღაც საშინელი რამ, არამედ ეს არის საგანი ჩვენი იმედისა და სიხარულისა, ჩვენი მარადიული ცხოვრების სასოებისა. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ და გაგახაროთ. ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რადგან საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა, ეს არის ნიშანი, რომ ღვთისმშობელი განსაკუთრებით მფარველობს ჩვენს ქვეყანას, უფალმა ინებოს ჩვენი ერის გადარჩენა, გამთლიანება და გამრავლება“, - განაცხადა მეუფე შიომ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ხინკლის სახლი“ კვების მენიუში მომხმარებელს საქონლის საბოლოო ფასის შესახებ სრულ ინფორმაციას არ აწვდიდა
იაროსლავში დრონებით თავდასხმა მოხდა
მხედარმა, თათული ვაჩაძემ, საქართველო მაროკოში გამართულ საერთაშორისო მშვიდობის მარშზე წარადგინა
გოცირიძე- გუშინ აზერბაიჯანში გაფორმებული ხელშეკრულება გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით ბუნდოვანია და ბევრ კითხვას ბადებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics