11:17 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-27 16:13:28, 4013 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის მინისტრმა რიგით 82-ე საზოგადოებრივი ცენტრი ბაღდათში გახსნა

საქართველოს ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რიგით 82-ე საზოგადოებრივი ცენტრი ამჯერად ქალაქ ბაღდათში გახსნა. საზოგადოებრივი ცენტრები მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისს, გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობას და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობენ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ხარაგაულის და ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ გოგსაძე,  იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი სოსო გიორგაძე და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ზურაბ სანიკიძე.

ბაღდათის საზოგადოებრივი ცენტრი იმერეთის რეგიონში რიგით მეცხრამეტეა.  ცენტრები ფუნქციონირებს საწირეში, ზედა საზანოში, გეგუთში, შორაპანში, ზეინდარში, მეორე სვირში, ღორეშაში, კიცხში, ხევში, კორბოულში, ხრეითში, დიდ ჯიხაიშში, უსახელოში, ტყიბულში, საჩხერეში, ხარაგაულში, ჭიათურასა და ვანში.

საზოგადოებრივი ცენტრი ბაღდათისა და მიმდებარე სოფლების – დიმის, ვარციხის,  ზეგნის,  პირველი და მეორე ობჩის,  ნერგეეთის,  როკითის, როხის, საკრაულის, ფერსათის, წითელხევის, ხანის და სხვათა – 27 000-მდე მცხოვრებს მოემსახურება. ცენტრის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა, რომლის ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია შშმ პირებისთვის, კახიანის ქუჩაზე აშენდა.

საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს, კომფორტულ გარემოში სწრაფად, ადგილიდან გაუსვლელად ისარგებლოს სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი მომსახურებით. მომხმარებელს ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპით შეუძლია, აიღოს პასპორტი/პირადობის მოწმობა, განახორციელოს უძრავი ქონების რეგისტრაცია, მიიღოს საკადასტრო გეგმა თუ საარქივო მომსახურება და სხვ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ხინკლის სახლი“ კვების მენიუში მომხმარებელს საქონლის საბოლოო ფასის შესახებ სრულ ინფორმაციას არ აწვდიდა
იაროსლავში დრონებით თავდასხმა მოხდა
მხედარმა, თათული ვაჩაძემ, საქართველო მაროკოში გამართულ საერთაშორისო მშვიდობის მარშზე წარადგინა
გოცირიძე- გუშინ აზერბაიჯანში გაფორმებული ხელშეკრულება გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით ბუნდოვანია და ბევრ კითხვას ბადებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics