|
2020-08-27 14:39:48, 4124 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - პროგრამა „იმუშავე საქართველოდან“ დღეიდან ამოქმედდა
დღეიდან ამოქმედდა პროგრამა „იმუშავე საქართველოდან", რომელიც 95-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში ჩამოსვლისა და აქედან დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას აძლევს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის განმარტებით, საქართველოდან დისტანციურად მუშაობის მსურველებმა კარანტინი და ტესტირება საკუთარი სახსრებით უნდა გაიარონ. „დღეიდან stopcov.ge-ზე ამოქმედდა პროგრამა „იმუშავე საქართველოდან". პროგრამის საშუალებით, 95-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქე, რომელთაც დისტანციურად მუშაობის სურვილი აქვთ და არიან ფრილანსერები, შეძლებენ საქართველოში ჩამოსვლას და აქედან დისტანციურად მუშაობას", - აღნიშნა ნათია თურნავამ. მისივე თქმით, საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და კომფორტული ადგილი იმისთვის, რომ ასეთი ტიპის ვიზიტორები სწორედ საქართველოში ჩამოვიდნენ. „გარდა იმისა, რომ ჩვენ ვართ უსაფრთხო ქვეყანა, ასევე გვაქვს სხვა მნიშვნელოვანი უპირატესობები, რის გამოც ისინი არჩევენ საქართველოს და ეს ინტერესი უკვე არის გამოვლენილი. ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით, ჩვენი ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი პირობები არის უფრო ხელმისაწვდომი და მათი დანახარჯებიც იქნება ნაკლები. რაც მთავარია, საქართველო არის მშვენიერი ქვეყანა, რომლის მონახულებაც ერთი დიდი სიამოვნებაა. ამ პროგრამის საშუალებით, დისტანციურად მუშაობის მსურველი უცხოელები ერთგვარ სინერგიას მოახდენენ და მუშაობასთან ერთად, ჩვენთან დროის სასიამოვნოდ გატარებას შეძლებენ", - დასძინა ნათია თურნავამ.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)