|
2020-08-27 13:01:34, 3592 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი - დაწყებული მშენებლობების დასასრულებლად 100 მილიონ ლარიანი საგარანტიო აუქციონი გამოცხადდება
პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ცხადდება 100 მილიონ ლარიანი საგარანტიო აუქციონი, რათა არც ერთი დაწყებული მშენებლობა არ დარჩეს დაუსრულებელი. როგორც მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, მთავრობა დაუსრულებელ მშენებლობებს ყველანაირად დააზღვევს. „ჩვენ დღეს უნდა გამოვაცხადოთ 100 მილიონი ლარის საგარანტიო აუქციონი, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ყველანაირად ვაზღვევთ დაუსრულებელ მშენებლობებს ქვეყანაში. მოგეხსენებათ, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენ დავიწყეთ იპოთეკური სესხების სტიმულირება, როგორც პასუხი ეკონომიკურ კრიზისზე იმისთვის, რომ სამშენებლო ბიზნესი გაგვეძლიერებინა და მხარი დაგვეჭირა. შემდგომ იმისთვის, რომ თითოეული ქართველი ოჯახისთვის, რომლებსაც გარკვეული დანაზოგები ჰქონდათ საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად და არ შეშლოდათ მათ ხელი, ჩვენ დავიწყეთ იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირება, თუმცა ეს არ არის საკმარისი და ამასთან ერთად დღეს გამოვიტანთ აუქციონზე 100 მილიონ ლარიან გარანტიას იმისთვის, რომ არც ერთი დაწყებული მშენებლობა არ დარჩეს დაუსრულებელი. ყველას კარგად გვახსოვს, რა ხდებოდა 2008-2009 წლის კრიზისების შემდგომ და ამ პერიოდში დარჩენილი დაუსრულებელი მშენებლობები ამახინჯებენ არამარტო დედაქალაქს, არამედ ბევრ სხვა ქალაქს, გარდა იმისა, რომ უზარმაზარ სოციალურ პრობლემებს უქმნიან ბევრ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებმაც პირველადი შენატანი უკვე გააკეთეს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
კობახიძე დანიაში ადამიანის უფლებებზე დარდობს და ევროპის ლიდერებისგან აინტერესებს თუ მოსწონთ კოპენჰაგენში აქციის დაშლა
კობახიძე ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიუ კოშტას და რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართავს
„ხინკლის სახლი“ კვების მენიუში მომხმარებელს საქონლის საბოლოო ფასის შესახებ სრულ ინფორმაციას არ აწვდიდა
იაროსლავში დრონებით თავდასხმა მოხდა
|
რედაქტორის რჩევით
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)