11:26 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-27 12:18:09, 1482 ნახვა

საზოგადოება
პენსიების გაცემა ყოველი თვის პირველი რიხვიდან 14 რიცხვამდე, შესაბამისი განრიგით იქნება შესაძლებელი

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, პენსიის გაცემა ყოველი თვის პირველი რიხვიდან 14 რიცხვამდე, შესაბამისი განრიგით იქნება შესაძლებელი.

აღნიშნულის შესახებ პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, შემცირდეს მობილობა მაღალი რისკის შემცველ ჯგუფებში და არ მოხდეს ვირუსის გავრცელება.

„მოგეხსენებათ და ყველამ კარგად ვიცით, რომ  მოხუცები არიან მაღალი რისკის ჯგუფში, ამიტომ საბანკო სექტორთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პენსიების დარიცხვა და შესაბამისად გაცემა დაიწყება ყოველი თვის პირველი რიცხვიდან 14 რიცხვამდე შესაბამისი განრიგის მიხედვით, რა თქმა უნდა, ყველა პენსიორს ეცოდინება თავისი განრიგი. ამას უზრუნველყოფს ბანკი, არანაირი ტექნიკური შეფერხება და ტექნიკური პრობლემა არ იქნება. შესაბამისად, მთავარი შედეგი უნდა მივიღოთ ის, რომ მობილობა,  რიგები დაეცეს და პენსიონერებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, არა ერთ დღეს,მთელი საქართველოს მასშტაბით ყველამ მიიღოს პენსია, არამედ პირველი რიცხვიდან 14 რიხვამდე თანმიმდევრულად,  წყნარად, მშვიდად და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეპიდემიოლოგების რჩევების გათვალისწინებით რომ არ მოხდეს ვირუსის გავრცელება განსაკუთრებით მაღალი რისკის შემცველ პენსიონერებში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე დანიაში ადამიანის უფლებებზე დარდობს და ევროპის ლიდერებისგან აინტერესებს თუ მოსწონთ კოპენჰაგენში აქციის დაშლა
კობახიძე ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიუ კოშტას და რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართავს
„ხინკლის სახლი“ კვების მენიუში მომხმარებელს საქონლის საბოლოო ფასის შესახებ სრულ ინფორმაციას არ აწვდიდა
იაროსლავში დრონებით თავდასხმა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics