02:44 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-27 10:24:15, 3961 ნახვა

ეკონომიკა
რთველის პერიოდში, სახელმწიფო ახალგაზრდებს ღვინის საწარმოებში დაასაქმებს

2020 წელს, რთველის პერიოდში, ღვინის ეროვნული სააგენტო კახეთის რეგიონში მცხოვრებ სტუდენტებს ღვინის საწარმოებში ოპერატორის პოზიციაზე დაასაქმებს.

120 სტუდენტი, კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო სასწავლებლებში ჩატარებული გასაუბრებების შედეგად შეირჩა. შერჩეულ კანდიდატებს, რთველის აღრიცხვის პროგრამის ტრენინგები რთველის საკოორდინაციო შტაბში,  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისმა სპეციალისტებმა ჩაუტარეს.

რთველის აღრიცხვის პროგრამა ქვეყანაში 2013 წლიდან მუშაობს. პროგრამა უზრუნველყოფს ჩაბარებული ყურძნის შესახებ სრული ინფორმაციის და ზუსტი მონაცემების შეგროვებას. აღნიშნული პროგრამა ხელს უწყობს ყურძნის ჩაბარების პროცესის გამჭვირვალობას, რაც მაღალი ხარისხის ღვინის წარმოებისთვის მნიშვნელოვანია.

შერჩეული ახალგაზრდების ნაწილს, ანალოგიური სამუშაო გამოცდილება გასული წლების რთველიდან უკვე აქვს. სტუდენტები, ღვინის საწარმოებში, საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად განაწილდებიან. ღვინის საწარმოებში ოპერატორის პოზიციაზე დასაქმებული ახალგაზრდების  ანაზღაურება, თვეში  900 ლარამდე იქნება.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics