01:35 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-26 16:22:18, 4655 ნახვა

სამართალი
კოკო ღიბრაძე შაქარაშვილის საქმეზე - ბრალდებულების ადვოკატები უბრალოდ თითს იშვერენ ჩვენკენ, ვინაიდან არც ერთ კითხვაზე არ აქვთ მათ პასუხი

„ბრალდებულების ადვოკატები უბრალოდ თითს იშვერენ ჩვენკენ, ვინაიდან არცერთ კითხვაზე არ აქვთ მათ პასუხი“ , - ამის შესახებ შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთმა მოწმემ, კოკო ღიბრაძემ სასამართლო პროცესი გადადების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მათ წინააღმდეგ მიმდინარეობს საინფორმაციო ომი, რომელსაც კონკრეტული ადვოკატები აწარმოებენ.

“რა თქმა უნდა, იმ ინფორმაციის მიწოდებას ვაპირებდი, რაც აქამდე მქონდა მიწოდებული საგამოძიებო ორგანოებისთვის და იგივეა, რაც პირველ და მეორე ჩვენებაში მიწერია.

ბრალდებულების ადვოკატები უბრალოდ თითს იშვერენ ჩვენკენ, ვინაიდან არცერთ კითხვაზე არ აქვთ მათ პასუხი. უბრალოდ, ცდილობენ სიტუაციის არევას და სიტუაციიდან დაძრომას.

რაც შეეხება იმ საინფორმაციო ომს, რასაც კონკრეტული პიროვნებები და ადვოკატები აწარმოებენ, ვინაიდან ჩვენ ხშირად არ ვთანამშრომლობთ მედიასთან, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიმართლის დადგენა არ გვინდა, ან არ გვინდა დაისაჯონ ის პირები, ვინც გიორგის მკვლელობაში მონაწილეობენ. ეს ყველაფერი გამოწვეულია იქიდან, რომ მედიის საშუალებითაც ხდება ამით მანიპულირება და ჩემთვის პირადად, როგორც მოწმისთვის მიუღებელია ეს” , - განაცხადა კოკო ღიბრაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics