|
2015-09-11 14:45:19, 538 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტში დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოხდა
პარლამენტში, აგრარულ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოხდა. ყურძნის ფასით უკმაყოფილო გლეხები კომიტეტის სხდომაზეც მივიდნენ. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა დღევანდელ კომიტეტის სხდომაზე ყურძენთან დაკავშირებული პრობლემების განხილვა და სუბსიდირების საკითხის დღის წესრიგში შეტანა მოითხოვეს. საპარლამენტო უმრავლესობაში კი განაცხადეს, რომ დღის წესრიგი უკვე გაწერილი იყო და ის ვერ შეიცვლებოდა. დაპირისპირება სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია. "გთავაზობთ, რომ უახლოეს დღეებში ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, რთველის საკოორდინაციო შტაბთან ერთად სხდომა ჩავატაროთ",-განაცხადა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაულმა. "უახლოესი დღეები არვიცით როდის იქნება იმიტომ, რომ ყოველი წუთი ძვირფასია და ყურძენმა გაფუჭება დაიწყო უკვე. ეს ხალხი ჩამოსულია და მიმაჩნია, ამ ხალხმა რაღაც პასუხი უნდა წაიღონ დღეს",-უპასუხა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ღვინიაშვილმა. დებატებში ნუგზარ წიკლაურიც ჩაერთო და უმრავლესობის წევრებს საარჩევნო დანაპირები შეახსენა. "ნუ მაიძულებთ მანდატურს ვთხოვო, რომ გაგაბრძანონონ აქედან.თქვენ ის კიარ გაინტერესებთ ამ ხალხს მოუმსინოთ. თქვენ გაინტერესებთ ახლა რომ ადგეთ და გაიქცეთ აქედან",-აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიგი წერეთელმა. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. შემდეგ გადაწყდა, რომ კახელ გლეხებს დეპუტატები დღის მეორე ნახევარში მოუსმენენ. შეგახსენებთ, კახეთში გლეხებმა თელავი-გურჯაანის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. ისინი სახელმწიფოს მიერ ყურძენზე დაწესებულ ფასებს აპროტესტებენ და სოფლის მეურნეობის მინისტრის ადგილზე ჩასვლას ითხოვენ. გარდა ამისა, აქციის მონაწილეები ოთარ დანელიას გუშინდელ განცხადებას აპროტესტებენ, სადაც მინისტრი ამბობს, რომ ყურძნის არსებული ფასით გლეხი 100-პროცენტიან მოგებას იღებს. ამჟამად თეთრი ყურძნის ფასი 60 თეთრია, ხოლო საფერავი 85 თეთრი ღირს.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)