22:35 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-26 16:03:42, 5855 ნახვა

კომენტარი
სერგი კაპანაძე - „ქართულ ოცნებას“ უნდა, საერთაშორისო დამკვირვებლებთან თეთრი და ფუმფულა გამოჩნდეს

„ამ ინიციატივაზე ითქმის ზუსტად, ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე „ქართული ოცნების“ ინიციატივას, ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე სანქციები გამკაცრდეს.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მხრიდან წინასაარჩევნოდ მოსყიდვის, ამომრჩევლის იძულების და დაშინების ფაქტებზე არავინ დასჯილა.

„ამ ინიციატივაზე ითქმის ზუსტად, ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო, რადგან ეს ყველაფერი ისედაც დასჯადი იყო, როგორც ჩანს, ახლა უნდათ, საერთაშორისო დამკვირვებლებთან გამოჩნდნენ თეთრი და ფუმფულა, რომ ახლა თურმე კანონში შეაქვთ ცვლილებები. მთავარი პრობლემა არის, ამ კანონს შემდეგ როგორ ასრულებენ და ვის მიმართ ასრულებენ, რადგან აქამდე არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, როდესაც „ქართული ოცნების“ მიერ დაშინებული, მოსყიდული ან ამომრჩევლის იძულების გამო, რომელიმე საჯარო მოხელე ან „ქართული ოცნების“ თანამდებობის პირი ყოფილიყო დასჯილი. გვახსოვს ისეთი დიდი საქმეები, როგორიც არის მაგალითად კერზაიას საქმე, ძალადობა წინასაარჩევნო პერიოდში და არავინ დასჯილა. ალბათ არც ახლა იზამენ ამას“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics