|
2020-08-26 12:53:56, 1382 ნახვა
საზოგადოება
7-18 სექტემბრის ჩათვლით ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე „ღირსეული პარტნიორი 2020“ გაიმართება
7-18 სექტემბრის ჩათვლით ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, ვაზიანის პოლიგონსა და ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2020“ (Noble Partner 2020) გაიმართება. სწავლება ოფიციალურად ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე 7 სექტემბერს გაიხსნება. საერთაშორისო წვრთნის ოფიციალურ გახსნამდე, 1 სექტემბერს ვაზიანის აეროდრომის ტერიტორიაზე C-130 საფრენი აპარატებით აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის 173-ე სადესანტო ბრიგადის მიერ გაერთიანებული ძალებით მხარდაჭერის ოპერაცია - ძალების დესანტირება განხორციელდება. „ღირსეული პარტნიორი“ საქართველოში უკვე მეხუთედ ტარდება. წლევანდელი სწავლების მიზანია საქართველოს, აშშ-სა და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნის და თავსებადობის გაუმჯობესება, შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანა. სწორედ ამიტომ, სწავლების მთავარი გზავნილია - „ძალა პარტნიორობაშია“. წელს მრავალეროვნულ წვრთნაში საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და საფრანგეთის 2700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ჯავშანტექნიკის, საბრძოლო მანქანებისა და საარტილერიო სისტემების გარდა, სწავლებაში ჩართული იქნება ამერიკის შეერთებული შტატების საფრენი საშუალებები და ჯავშანტექნიკა. მრავალეროვნული წვრთნა კომპლექსურია და მისი სცენარი ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებებს საბრძოლო სროლებით, ასევე სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას სტაბილურობის, თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში. „ღირსეული პარტნიორი 2020-ის“ ფარგლებში დაგეგმილია 3 მედიადღე: 1 სექტემბერი - გაერთიანებული ძალებით მხარდაჭერის ოპერაცია - ძალების დესანტირება; 7 სექტემბერი - საერთაშორისო წვრთნების ოფიციალური გახსნა; 18 სექტემბერი - სწავლების დახურვა საჩვენებელი წვრთნით. მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა, რომლებიც დაინტერესებული არიან გააშუქონ აღნიშნული ღონისძიებები, აკრედიტაცია უნდა გაიარონ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში 26-დან 28 აგვისტოს ჩათვლით 18:00 საათამდე. ერთჯერადი სააკრედიტაციო ბარათები გაიცემა თითოეული ღონისძიების დაწყების წინ. დასწრების მსურველმა მედიის წარმომადგენლებმა აკრედიტაციის მისაღებად ელ-ფოსტაზე pr@mod.gov.ge -ზე უნდა გამოგზავნონ შემდეგი მონაცემები: სახელი, გვარი მედიასაშუალების დასახელება პოზიცია ტელეფონის ნომერი პირადი ნომერი
კობახიძე დანიაში ადამიანის უფლებებზე დარდობს და ევროპის ლიდერებისგან აინტერესებს თუ მოსწონთ კოპენჰაგენში აქციის დაშლა
კობახიძე ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიუ კოშტას და რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართავს
„ხინკლის სახლი“ კვების მენიუში მომხმარებელს საქონლის საბოლოო ფასის შესახებ სრულ ინფორმაციას არ აწვდიდა
იაროსლავში დრონებით თავდასხმა მოხდა
|
რედაქტორის რჩევით
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)